გამოკითხვა: „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ის ძალები თითქმის თანაბარია

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili"ქართული ოცნების" მომხრე
ქართული ოცნების მომხრე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართულ ოცნებას“ გამოკითხვის მონაწილეთა 30,5% უჭერს მხარს, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 28,2%.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ მცირე უპირატესობით ლიდერობს პარტიების რეიტინგში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა კვლევითმა კომპანია GFK-მ ჩაატარა.

GFK-ს კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა შეუკვეთა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: „ქართული ოცნება ოქტომბერში არჩევნებს აუცილებლად მოიგებს“

კვლევის შედეგებით, მმართველ ძალას უპირატესობას გამოკითხულთა 30,5% ანიჭებს. მეორე ადგილზეა „ნაცმოძრაობა“ 28,2%-ით. მესამე ადგილი რეიტინგში პაატა ბურჭულაძის პარტიამ „სახელმწიფო ხალხისთვის“ დაიკავა.

მას მოსდევს ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“ (8,9%), შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტული პარტია“ (4,5%), ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი“ (3,1%) და ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ (2,3%).

რესპონდენტებს ასევე შესთავაზეს კითხვა, რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, თუ 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტდნენ.

გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმას რესპონდენტების 22,4%, ხოლო ენმ-ს — 21,7% მისცემს.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: რესპუბლიკელები ქულებს ქვეყნის ინტერესების ხარჯზე იწერენ

კვლავ მესამე ადგილზეა „სახელმწიფო ხალხისთვის“ (7,8%). შემდეგ მოდის „თავისუფალი დემოკრატები“ (6,2%), „ლეიბორისტული პარტია“ (2,8%), „პატრიოტთა ალიანსი“ (2,2%) და „დემოკრატიული მოძრაობა“ (1,6%).

რესპუბლიკურ პარტიას აირჩევდა გამოკითხულთა 0,6%.

გიორგი ვაშაძის „ახალ საქართველოს“ ხმათა 0,5% ერგო, „ახალ პოლიტიკურ ცენტრს — გირჩს“ – 0,3%, ასევე, სალომე ზურაბიშვილის „საქართველოს გზას“ და კახა კუკავას „თავისუფალ საქართველოს“ – თითოეულს 0,2%.

წინასაარჩევნო გამოკითხვამ მოიცვა საქართველოს 2,2 სრულწლოვანი მოქალაქე, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება გააჩნიათ. კვლევა ჩატარდა პირდაპირი გამოკითხვის გზით, 2016 წლის 7 ივნისიდან 22 ივნისამდე. ცდომილება დაახლოებით 2.1 პროცენტს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0