კვირიკაშვილი: „ქართული ოცნება ოქტომბერში არჩევნებს აუცილებლად მოიგებს“

© FB/ Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტია არჩევნებზე ბლოკის გარეშე გადის, რომელმაც სააკაშვილის პარტიას ოთხი წლის წინ მოუგო.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ყველა რესურსი აქვს იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნები მოიგოს, პარტიის ახალგაზრდულ ყრილობაზე განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება. მონაწილეობის მისაღებად 47 პარტიამ განაცხადი შეიტანა. დარეგისტრირდა უკვე 13 პარტია.

„ჩვენ წინ საპასუხისმგებლო არჩევნები გველოდება. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატუილი საქართველო“ არჩევნებში წელს პირველად დამოუკიდებლად იღებს მონაწილეობას და ყველა რესურსი გვქავს იმისათვის, რომ განახლებული გუნდით, ენერგიით, კონკრეტული მიზნებით და ნათელი ხედვით წარვსდგეთ ამომრჩევლის წინაშე და მოვიგოთ ეს არჩევნები“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
სალაყბოს ბოლო არაკი და დაშლა-არმოშლის სადღეგრძელო...

ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ პოლიტიკური გუნდი ვართ, რომელსაც სახელმწოფოს ღირსეული მართვის ძალა გააჩნია, დაამატა მან.

„დარწმუნებული ვარ, რომ პარტიის თოთოეული წევრი, და განსაკუთრებით თვენ, ახალგაზრდობა, არ დაუშურებთ ძალებს და იმ პარტიის გამარჯვებისთვის იბრძოლებთ, რომელსაც ჩვენი ხალხი ენდობა და სჯერა, რომ “ქართული ოცნების“ ყველა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას ემსახურება“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

2012 წლის ოქტომბრის წინა არჩევნებში ქართველი მილიარდელის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტია „ქართული ოცნება —დემოკრატიული საქართველო“ მონაწილეობას ხუთი პარტიისგან შემდგარი კოალიციის შემადგენლობით ღებულობდა, ქვეყნის პარლამენტში მიიღო უმრავლესობა და მთავრობის მეთაურის დასახელების უფლება.

 

ყველა ახალი ამბავი
0