საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიის მომწოდებლების არჩევას შეძლებენ

© photo: Sputnik / Сергей Мальгавко / გადასვლა მედიაბანკშიენერგეტიკული ობიექტები
ენერგეტიკული ობიექტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის ოქტომბრისათვის საქართველო ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში (Energy Community) შესვლას აპირებს.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ენერგეტიკულ თანამეგობრობაში  (Energy Community) შესვლით საქართველო თავის თავზე  ბუნებრივი აირის ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულებას აიღებს,რაც მათ არამარტო მომხმერებლებისათვის, არამედ პოტენციური ინვესტორთათვის უფრო მოქნილს და მიმზიდველს გახდის.

ენერგეტიკულ თანამეგობრობაში საქართველოს შესვლა 2016 წლის ოქტომბრისთვის იგეგმება, აცნობეს "Новости-Грузия"-ს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში  (GNERC).  

ენერგეტიკა - Sputnik საქართველო
„ინტერ რაომ“ „მტკვარი ენერგეტიკის“ 100%-იანი წილი გაყიდა

მომხმერებლებისათვის ეს  გაზისა და ელექტროენერგიის იმ კომპანიების-მომწოდებლების არჩევის საშუალებას ნიშნავს, რომლებიც მათთვის მისაღებ პირობებს შესთავაზებენ.

მომხმარებლებს მოქმედი რეგულაციების თანახმად, ასეთი შესაძლებლობა არ გააჩნიათ და ისინი იმ კომპანიის მამსახურებას ღებულობენ, რომელიც მის რეგიონში ოპერირებს. ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია როგორც საბითუმო, ასევე საცალო ელექტროენერგეტიკულ ბაზრებს  შეეხება. საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელია კანონმდებლობით ელექტროგადამცემი ხაზების ფლობა ელექტროენერგიის გენერაციას გამოეყოს. 

საცალო ბაზრის ლიბერალიზაცია მწარმოებლებისა და განმანაწილებლების ერთმანეთისგან განცალკევებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში განაწილების ქსელები ახლანდელი კომპანიების საკუთრებაში დარჩება, თუმცა ელექტროენეგიის მიწოდების განმახორციელებელი ნებისმიერი კომპანიისათვის მათთან მიღწევა თავისუფალი იქნება.

ამგვარად, მომხმარებელი ელექტროენერგიას უკვე არსებული ინფრასტრუქტურით მიიღებს, თუმცა მოხმარების გადასახადს სხვა კომპანიას გადაუხდის, რომელსაც თვითონ აირჩევს.

ენგურჰესის კაშხალი - Sputnik საქართველო
ბოლო სამ წელში საქართველოს ენერგეტიკაში 522 მილიონ დოლარამდე ჩაიდო

იმისათვის, რომ ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტი იყოს, ქსელის მეპატრონემ მასთნ სხვა კომპანიების მიღწევა არანაირად არ უნდა შეაფერხოს. GNERC-ში აცხადებენ, რომ ლიბერალიზაციის შემდეგ მომხმარებლები მომწოდებლების არჩევას შეძლებენ.

ბუნებრივი აირის ლიბერალიზაცია ასევე ბაზრის კონკურენციას ითვალისწინებს, რომლის პირობებშიც მომხმარებელი კომპანია-მომწოდებლის არჩევას შეძლებს წნევის, ტარიფის კალორიულობისა და მომსახურების ხარისხის მიხედვით.

ყველა ახალი ამბავი
0