ექსპერტი: საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი ინფრასტრუქტურას ერთად დაიცავენ

© photo: Sputnik / photo: Giorgi Kvirikashvili / FBტრანსადრიატიკის გაზსადენი
ტრანსადრიატიკის გაზსადენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე Sputnik-ს სამხედრო სფეროში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ესაუბრა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თანამშრომლობა საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის  სამხედრო სფეროში უნდა მოიცავდეს ამ სამი ქვეყნის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურული ობიექტების ერთობლივ დაცვას, მიიჩნევს შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე.

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრები - Sputnik საქართველო
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები ბათუმში შეხვდებიან

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში ბათუმში სამმხრივ ფორმატში მორიგ შეხვედრას გამართავენ, სადაც თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერენ ხელს. გასულ შეხვედრაზე მხარეები ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

„პირველ როგში საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის  სამხედრო სფეროში თანამშრომლობა უნდა მოიცავდეს ინფრასტრუქტურული ობიექტების ერთობლივ დაცვას სამი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ და ის, რა თქმა უნდა, არ არის მიმართული რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ“, — განაცხადა ჩიტაძემ Sputnik-თან ინტერვიუში.

ექსპერტის აზრით, საუბარია ბაქო —თბილისი —ახალქალაქი-ყარსის რკინიგზაზე, ასევე იმ ნავთობსადენსა და გაზსადენზე, რომლებიც გაივლიან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე.

„საქართველოსთვის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თურქეთთან და აზერბაიჯანთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის განვითარება, რადგან ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვა სამივე ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს“, — აღნიშნა ჩიტაძემ.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები - Sputnik საქართველო
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა მომგებიანია მთელი რეგიონისათვის

ექსპერტი არ გამორიცხავს ასევე ქართულ-თურქული სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას ორივე ქვეყნის ჯარისკაცების მომზადების ჩათვლით.

„მოგეხსენებათ ალბათ  ისიც, რომ თურქეთმა 7 მილიონი დოლარი გამოყო მარნეულის სამხედრო აეროდრომის რეკონსტრუქციის მიზნით და  ქართველი ოფიცრები გადიან გარკვეულ მომზადებას თურქეთის სამხედრო სასწავლებლებში“, — დასძინა მან. 

ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის მილსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ასევე ბაქო-სუფსას ნავთობსადენი, რომელიც ექსპლუატაციაში 1999 წელს ჩაეშვა.

ყველა ახალი ამბავი
0