თბილისი — 23 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოში „როსია სეგოდნია“ რადიომაუწყებლობაში საერთაშორისო კონკურსის „ვლაპარაკობთ, როგორც ლევიტანი“ გამარჯვებულები დააჯილდოეს. კონკურსში, რომელიც „სოვინფორმბიუროს“ 75 წლისთავს ეძღვნებოდა, 10-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, მოლდოვიდან და სხვა ქვეყნებიდან 109 რადიოწამყვანი მონაწილეობდა.
კონკურსის გამარჯვებულები ჟიურიმ გამოამჟღავნა, რომელიც მედიის წარმომადგენლებით, ხელოვნების მუშაკებითა და მედიაექსპერტებით იყო დაკომპლექტებული.
გამარჯვებული გახდა მოსკოველი ევგენი სტრელცოვი (ტელეარხ „როსიას“ დიქტორი), მეორე ადგილი არზამასელ ევგენი პროხოროვს (მსახიობი) ერგო, ხოლო მესამე — ალექსეი პეტროვს (პროგრამების წამყვანი და რედაქტორი „დოროჟნოე რადიოში“) სოჭიდან. ექსპერტთა ჯგუფმა სპეციალური დიპლომით აღნიშნა ასტანელი მონაწილის, მუჰაედალი ბალათული ბუხარბაევის ორ ენაზე წარმოდგენილი ნამუშევარი (რუსულად და ყაზახურად).
რადიოკონკურსის მიზანი იყო დამწყები ჟურნალისტების მხარდაჭერა, ტრადიციების გადაცემის უზრუნველყოფა და დარგში პროფესიონალი კადრების ფორმირება.
ევგენი სტრელცოვს გადაეცა მცირე ზომის ქანდაკება რეტრო-მიკროფონის ორგანზომილებიანი გამოსახულებით, რომლითაც იური ლევიტანი ომის წლებში თავის განცხადებებს კითხულობდა.
კონკურსის ყველა ლაურეატს ფულადი პრიზები გადაეცა: პირველი ადგილი — 50 000 რუბლი, მეორე — 30 000 რუბლი და მესამე — 20 000 რუბლი.
კონკურსი „ვლაპარაკობთ, როგორც ლევიტანი“ ორგანიზებული იყო საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ მიერ და „სოვინფორმბიუროს“ 75 წლისთავს ეძღვნებოდა.