„ვლაპარაკობთ როგორც ლევიტანი“ — კონკურსში გამარჯვებულები

© photo: Sputnik / Первенцевრადიოწამყვანი, არქივის ფოტო
რადიოწამყვანი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსში გამარჯვების კანდიდატები იყვნენ რუსი, ბელორუსი, უკრაინელი, ყირგიზი, სომეხი, ყაზახი, მოლდოველი და სხვა კონკურსანტები.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საერთაშორისო კონკურსის „ვლაპარაკობთ როგორც ლევიტანი“ საორგანიზაციო კომიტეტმა კონკურსის ლაურეატები გამოაცხადა. გამარჯვებული გახდა მოსკოველი ევგენი სტრელცოვი, მეორე ადგილი არზამასელ ევგენი პროხოროვს ერგო, ხოლო მესამე — ალექსეი პეტროვს სოჭიდან. ექსპერტთა ჯგუფმა სპეციალური დიპლომით აღნიშნა ასტანელი მონაწილის, მუჰაედალი ბალათული ბუხარბაევის ორ ენაზე წარმოდგენილი ნამუშევარი (რუსულად და ყაზახურად).

რადიოკონკურსის მიზანი იყო დამწყები ჟურნალისტების მხარდაჭერა, ტრადიციების გადაცემის უზრუნველყოფა და დარგში პროფესიონალი კადრების ფორმირება.

„რადიოპროექტი „ვლაპარაკობთ როგორც ლევიტანი“ — ეს ერთგვარი ხიდია საერთო კულტურული სივრცის აღსადგენად, რომელიც დრომ და ისტორიამ დაანგრია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სასარგებლო საქმე იოლად ერწყმის სასიამოვნოს, როცა რუსული ენა, როგორც საერთაშორისო ურთიერთობის ენა, ხელს უწყობს პროფესიონალი რადიოწამყვანების აღზრდას“, — განაცხადა ჟიურის წევრმა ვიაჩესლავ უსმანოვსკიმ.

„დიდი ინტერესით ვმუშაობდი კონკურსის ჟიურიში. მინდა აღვნიშნო, რომ შორტ–ლისტში შესულ მონაწილეებს ძალიან კარგი მონაცემები აქვთ, კარგად დაყენებული ხმები, თუმცა  ზოგად შეცდომებს შორის აზრობრივი პაუზების, სამეტყველო ტაქტების, პუნქტუაციის ნიშნების ინტრონირების არქონა შეინიშნებოდა. ბევრ წამყვანს ავიწყდება, რომ წინადადების ბოლოს წერტილი უნდა დასვას. ლევიტანს კი

მიკროფონი - Sputnik საქართველო
გამოქვეყნდა რადიოკონკურსის „ვლაპარაკობთ, როგორც ლევიტანი“ შორტ–ლისტი

ყოველ ფრაზაში დრამატურგია ჰქონდა. ის სიტყვით მოქმედებდა. შემთხვევითი არ არის, რომ ომის წლებში მის განცხადებებს ესოდენ დიდი გავლენა ჰქონდა. ჩვენ ლევიტანის ხმასთან და მის მანერასთან მსგავსებას არ მოვითხოვდით, კარგად გვესმის, რომ სამყარო შეიცვალა, სხვანაირი გახდა და შესაბამისად სიტყვის გაჟღერების მიმართ სხვა მოთხოვნები გაჩნდა. და მაინც, ნამუშევრების შეფასების ერთ–ერთი ძირითადი კრიტერიუმი იყო ენის მხატვრული გამომსახველობის ფლობა და გამოვლენა. ეს კი მძიმე და საპასუხისმგებლო სამუშაოა“, — აღნიშნა ჟიურის სხვა წევრმა ეკატერინა ფილიპოვამ. 

ასევე ჟიურის წევრის, რადიო– და ტელეწამყვან მარგარიტა მიტროფანოვას თქმით, „ძალიან საინტერესო მონაწილეები იყვნენ: ხმებით, მოწოდებით, ინტონაციით. მიხარია, რომ ჟიურის წევრი ვიყავი…“

კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტში განაცხადები შვიდი ქვეყნიდან იყო შესული. მონაწილეები სხვადასხვა თაობის რადიოწამყვანები და დამწყები ჟურნალისტები იყვნენ, ასაკით 22-დან 69 წლამდე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ რადიოარხების წამყვანებსა და კორესპონდენტებს, რომლებიც რუსეთის, დსთ–ისა და ბალტიისპირეთის ტერიტორიებზე მაუწყებლობენ. კონკურსში

დიქტორი დავით სოკოლოვი - Sputnik საქართველო
დავით სოკოლოვი: “ერთხელ გადაცემის წაყვანა ძილში დავიწყე“
მონაწილეობისთვის აუცილებელი იყო განაცხადის შევსება და „სოვინფორმბიუროს“ ერთ–ერთი ისტორიული ქრონიკის ჩაწერა, რომლებიც იური ლევიტანს აქვს წაკითხული 1945 წლის გაზაფხულზე.
„როსია სეგოდნია“ — საერთაშორისო მედიაჯგუფია, რომლის მისიაა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ოპერატიული, დაბალანსებული და ობიექტური გაშუქება, აუდიტორიისთვის სხვადასხვა საკვანძო საკითხებზე არსებული შეხედულებების მიწოდება და მათი ინფორმირება. МИА Россия Сегодня წარმოადგენს სააგენტოს საინფორმაციო რესურსების РИА Новости, Р-Спорт, РИА Недвижимость, РИА Рейтинг, ИноСМИ ხაზს.

„როსია სეგოდნია“ ლიდერია ციტირების მიხედვით რუსულ მედიასაშუალებებს შორის და თანდათან ზრდის საკუთარი ბრენდების ციტირებას უცხოეთში. სააგენტო ციტირების მიხედვით ასევე ლიდერობს რუსეთის სოციალურ ქსელებსა და ბლოგოსფეროში.

 

ყველა ახალი ამბავი
0