თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. რადიომაუწყებლობის საერთაშორისო კონკურსის „ვლაპარაკობთ, როგორც ლევიტანი“ საორგანიზაციო კომიტეტმა შორტ–ლისტი წარმოადგინა. ექსპერტთა ჯგუფმა, რომელსაც Sputnik–ის რუსულ ენაზე მაუწყებელი რადიოს დირექტორი ალექსეი ორლოვი ხელმძღვანელობს, ათი ნამუშევარი შეარჩია. მათი ნახვა შესაძლებელია საიტზე Ria.ru.
სულ კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტში ათზე მეტი ქვეყნიდან 109 ნამუშევარი შევიდა. შემდეგ საქმეში ჩაერთო ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მედიადარგის წამყვანი წარმომადგენლები, ხელოვნების მოღვაწეები და მედიაექსპერტები. ჟიური გამარჯვებულებს 2016 წლის 5 მაისს გამოავლენს.
კონკურსი „სოვინფორმბიუროს“ 75 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებების ნაწილია, რომელმაც არაერთ რუსულ დიდ საინფორმაციო სააგენტოს დაუდო სათავე.
„ჩვენ ბევრი ძლიერი განაცხადი მოვისმინეთ და საუკეთესოთა შორის საუკეთესო შევარჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უბრალოდ აკოპირებდა ლევიტანის მანერას, იყვნენ ისეთებიც, ვინც საკუთარ მანერას ირჩევდა. შორტ–ლისტში სწორედ ისინი მოხვდნენ, ვინც რაღაც თავისი იპოვა“, — აღნიშნა ორლოვმა.
კონკურსის შორტ–ლისტი ასე გამოიყურება:
• რომეო ბაკალი— ტირასპოლი
• ურმატ ბორჩენოვი— ბიშკეკი
• ბუხარბაევ მუჰამედალი ბალათული— ასტანა
• ალექსანდრ კრამპინევიჩი— მინსკი
• სერგეი კილესო— მინსკი
• ალექსეი პეტროვი — სოჭი
• ალექსეი პოდოლიანი — სევასტოპოლი
• ევგენი პროხოროვი—არზამასი
• ევგენი სტრელცოვი— მოსკოვი
• სერგეი სუდევი—კომრატი
რადიოკონკურსის მიზანია დამწყები ჟურნალისტების მხარდაჭერა, ტრადიციების გადაცემის უზრუნველყოფა და დარგში პროფესიონალი კადრების ფორმირება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები იყვნენ რუსეთის, დსთ–ისა და ბალტიისპირეთის ტეროტორიაზე მოღვაწე რადიოწამყვანები და კორესპონდენტები.
დაჯილდოების ცერემონია ივნისში გაიმართება მოსკოვში. გამარჯვებულს გადაეცემა დიპლომი, სამახსოვრო მცირე ქანდაკება და ფულადი პრიზი 50 ათასი რუბლის ოდენობით. კონკურსის პრიზიორები მიიღებენ დიპლომებსა და ფულად პრიზებს. საპრიზო ფონდი მეორე და მესამე ადგილებისთვის, შესაბამისად, 30 ათას და 20 ათას რუბლს ითვალისწინებს.