გაეროს შტაბ-ბინაში განსათავსებელი ქანდაკების შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა

© photo: Sputnikგაეროს შტა-ბინა ნიუ-იორკში
გაეროს შტა-ბინა ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქანდაკება უნდა გამოსახავდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ისტორიასა და კულტურას.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს ღია კონკურსს ქ.ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, გაერო-ს ხელოვნების კოლექციაში განსათავსებელი ქანდაკების ესკიზის საუკეთესო პროექტის გამოსავლენად. 

კონკურსის პირობების თანახმად, სახვითი ხელოვნების ნიმუშის (ქანდაკების) ესკიზი უნდა იყოს კამერული ხასიათის კომპოზიცია. კომპოზიციის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნას გაეროს შტაბ-ბინის ფოიეში განთავსებული სხვადასხვა ქვეყნის  ექსპონატების ზომა და მასშტაბი. საკონკურსო  ესკიზი პროექტის გადაწყვეტილი უნდა იყოს თავისუფალი შესრულების სტილით, თემატურად დაკავშირებული უნდა იყოს საქართველოს ისტორიასთან და კულტურულ მემკვიდრეობასთან (თემები: ქართული ანბანი, ოქროს საწმისი და სხვა). 

პიანისტი - Sputnik საქართველო
გერშვინის საერთაშორისო კონკურსისთვის საქართველოში ტალანტებს ირჩევენ

კონკურსში მონაწილეები თავისუფალნი არიან სკულპტურული  კომპოზიციის განსახორციელებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში, პროექტის განხორციელების საერთო სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება წარმოდგენილ უნდა იქნას სამინისტროში და არ უნდა აღემატებოდეს – 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს;

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: პროფესიონალ (დიპლომირებული) მოქანდაკეებს, არქიტექტორებს, მხატვრებს, შესაძლებელია ჯგუფური პროექტის წარმოდგენაც.

მოდელები გოგა ნიქაბაძეს წარმოადგენენ - Sputnik საქართველო
თბილისში Elite Model Look–ის მოდელების შესარჩევი კონკურსი იწყება
 

კონკურსი ტარდება ერთ ტურად. 

კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორისათვის დაწესებულია ერთჯერადი ფულადი პრემია 5 000 ლარის ოდენობით;

პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 8 ივლისი 17:30 სთ. საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტების განხილვა შედგება 2016 წლის 12 ივლისს.

კონკურსის შედეგები გასაჯაროვდება 2016 წლის 14 ივლისს. პროექტი უნდა განხორციელდეს 2016 წლის 1 სექტემბრამდე;

პროექტი და ყველა თანდართული მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს    მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. 4, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; 


ყველა ახალი ამბავი
0