თბილისში Elite Model Look–ის მოდელების შესარჩევი კონკურსი იწყება

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიმოდელები გოგა ნიქაბაძეს წარმოადგენენ
მოდელები გოგა ნიქაბაძეს წარმოადგენენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში მოდელების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტების შერჩევა იწყება, გამარჯვებულები Elite Model Look–ის მსოფლიო ჩვენებაში მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის, Elite Model Look 2016–ისთვის პრეტენდენტების შესარჩევად ქასთინგი 18 ივნისს ჩატარდება, განუცხადა Sputnik–ს სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრის“ ხელმძღვანელმა ია კიწმარიშვილმა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ 14–დან 22 წლამდე გოგონებსა და ვაჟებს, რომელთა სიმაღლე 170 და 180 სმ–ზე ნაკლები არ უნდა იყოს — შესაბამისად.

თბილისის მოდის კვირეული - Sputnik საქართველო
მოდის სამყაროს უცნობი მხარე

გოგონებს, მაკიაჟის გარეშე, უნდა ეცვათ მოკლესახელოებიანი მაისურები და მოკლე ქვედაბოლოები, ან მოტმასნილი შარვლები, თან უნდა იქონიონ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და საცურაო კოსტიუმი.
ვაჟებს უნდა ეცვათ უბრალო მაისურები და ნაჭრის შარვლები, ან ჯინსები.

ქასთინგი სავაჭრო–გასართობ ცენტრ  East Point–ში ჩატარდება.

„ქასთინგზე 15–20 გოგონასა და ვაჟს შევარჩევთ. ერთი თვის შემდეგ კი, დაახლოებით 23 ივლისს, საქართველოში ფინალურ ღონისძიებას ჩავატარებთ, რომელზეც გამარჯვებულებს Elite Model Look–ის პარიზიდან ჩამოსული ოფიციალური წარმომადგენელი შეარჩევს“, — განაცხადა ია კიწმარიშვილმა.

ამის შემდეგ ქართველი ფინალისტები ერთი თვის განმავლობაში მოემზადებიან საერთაშორისო ფინალისთვის. როგორც კიწმარიშვილი ამბობს, ფინალური კონკურსის თარიღი და  ჩატარების ადგილი ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოცხადებულა.

ფინალურ კონკურსში გამარჯვებული ოფიციალურ კონტრაქტს გააფორმებს Elite Model Management–თან და ასევე გადაეცემა საპრიზო ფონდი 730 ათასი  ევროს ოდენობით.

ყველა ახალი ამბავი
0