თბილისი, 12 ივნისის — Sputnik. თბილისში გერშვინის სახელობის საერთაშორისო კონკურსისთვის ახალგაზრდა ტალანტებს ირჩევენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
პირველ ეტაპზე ნიჭიერი მუსიკოს შემსრულებლების შესარჩევად სპეციალურად ამერიკიდან მაიკლბულიჩევ ოქსერი ჩამოვიდა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 100-ზე მეტმა ქართველმა შეიტანა.
მუსიკალური ტურის ფინალური ეტაპი აპრილში ნიუ-იორკში ჩატარდება. შესარჩევი ტურები თბილისის გარდა, საქართველოს რეგიონებშიც ჩატარდება.