"სვანა" ბოლოს მაინც "გაება"

© FB/МВД Грузииგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შსს უკრაინული მხარისგან განმარტებებს ელოდება თუ რატომ ვერ მოხერხდა ქართული მხარისთვის აღნიშნული პიროვნებისა და მისი შესაძლო დეპორტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

თბილისი, 22 ივნისი  – Sputnik. „ქურდულ სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ძებნილი დავით გერლიანი, იგივე „სვანა“, საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს, განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
„კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „სვანა“, უკრაინიდან საქართველოშია დეპორტირებული

ოდესა-თბილისის რეისით „სვანას“ ჩამოფრენის შესახებ ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გივი თარგამაძემ გაავრცელა, რომელიც შესაბამისმა ორგანოებმა უკვე დაკითხეს.

გამოძიება სსსკოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ”ქურდული სამყაროს” წევრობას, ან ”კანონიერ ქურდობას”.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია მის სახელზე გაცემული უკრაინის პასპორტი.

მღებრიშვილის განცხადებით, ქართული მხარისთვის „სვანას“ უკრაინიდან ექსტრადიციის შესახებ ცნობილი არ იყო, როგორც ამას ქართული და უკრაინული მედია-საშუალებები ავრცელებდნენ.

„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვა, თუ რატომ ვერ მოხერხდა ქართული მხარისთვის წინასწარი ინფორმაციის მოწოდება აღნიშნული პიროვნებისა და მისი შესაძლო დეპორტაციის შესახებ. მით უფრო, თუ უკრაინულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პირი შესაძლოა ყოფილიყო დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი, ე.წ. კანონიერი ქურდი, რომლისგანაც მოსალოდნელი იყო საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა“, — აღნიშნა მღებრიშვილმა ბრიფინგზე.

საქართველოს შს სამინისტრო უკრაინისგან განმარტებებს ელოდება. 

დავით ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
ქუმსიშვილი: თუ გერლიანი ქურდული სამყაროს მიმდევარია, აუცილებლად დააკავებენ

„გამოძიების ფაგრლებში ჩვენ უკვე ოფიციალური წერილით მივმართეთ უკრაინელ კოლეგებს და ვთხოვეთ განმარტება. კერძოდ, იყო თუ არა აღნიშნული პირის უკრაინული პასპორტი ავთენტური და თუ არა, რატომ არ მოხდა აღნიშნული პასპორტის ჩამორთმევა.  ჩვენ ველოდებით ჩვენი კოლეგებისგან პასუხს”,  — განაცხადა მღებრიშვილმა.

მინისტრმა ასევე მიმართა საზოგადოებას, რომ შესაძლო დამნაშავეების შესახებ ინფორმაცია არა სოციალური ქსელით უნდა გაავრცელონ, არამედ სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართონ.

გერლიანს ბრალს ოფიციალურად 48 საათში წარუდგენენ.

საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა სისხლის სამართლის დანაშაულია. სსკ-ში არის მუხლი „ქურდული სამყაროს წევრობა, „კანონიერი ქურდი“, რაც ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0