თბილისში აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის მე-9 შეხვედრა გაიმართა

© საგარეო საქმეთა სამინისტროთბილისში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-9 შეხვედრა გაიმართა
თბილისში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-9 შეხვედრა გაიმართა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. როგორც ჩვენი, ისე ამერიკული მხარის სურვილია, რომ მომავალი არჩევნები იყოს სამაგალითო, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიული წინსვლისა და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფის კუთხით, ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა საქართველო-აშშ-ის  სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე

21 ივნისს თბილისში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-9 შეხვედრა გაიმართა.

ვაშინგტონი - Sputnik საქართველო
ამერიკელი კონგრესმენი აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის მომხრეა

ჯგუფს ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. აშშ-ის მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იყვნენ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბობ ბერშინსკი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში USAID-ს ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია და სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ის დახმარების კოორდინატორი ალინა რომანოვსკი.

„შეხვედრამ ძალზე პოზიტიურად ჩაიარა. გვქონდა უაღრესად ღია და გულწრფელი აზრთა ურთიერთგაცვლა დემოკრატიის და მმართველობის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება ჩვენი ამერიკელი კოლეგების ჩართულობის და მხარდაჭერისთვის საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ პარლამენტის უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენელთა მონაწილეობა დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ეს არის ტრადიცია, რომელიც დამკვიდრდა 2012 წლის შემდეგ და მოხარული ვართ, რომ დღესაც გვქონდა შესაძლებლობა, როგორც უმრავლესობის ისე უმცირესობის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიცია გამოეხატათ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით“, — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის "ეკონომიკური დიპლომატია" პრიორიტეტულია

ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ასევე ისაუბრა საქართველოში ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის უმთავრესი მოვალეობაა უზრუნველყოს არჩევნების თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარება. ბრიჯიტ ბრინკმა აღნიშნა რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდამჭერია.

20-21 ივნისს აშშ-ის დელეგაციამ ასევე შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, საგარეო  საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან.

ყველა ახალი ამბავი
0