ამერიკელი კონგრესმენი აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის მომხრეა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშივაშინგტონი
ვაშინგტონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ტედ პომ რეფორმების კუთხით საქართველოს ის წარმატებები აღნიშნა, რომლებმაც ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე, რაც ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყობს ხელს, განაცხადა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ტედ პომ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.  

შესასვლელი აკრძალულ ქალაქში - Sputnik საქართველო
საქართველო-ჩინეთი: ურთიერთობების ახალი დონე

ბევრი ამერიკული კომპანიაა დაინტერესებული საქართველოში ინვესტირებით, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სექტორში, რაც ქვეყანაში თავისუფალი საბაზრო სისტემის არსებობის, კორუფციის დაბალი დონისა და გამარტივებული საგადასახადო სისტემის დამსახურებაა, აღნიშნა კონგრესმენმა. 

„შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებში ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდეს და ხმამაღლა გაიჟღეროს სიგნალმა, რომ საქართველო ამერიკის განსაკუთრებული, გამორჩეული მეგობარია“, — განაცხადა პომ ტელეარხ C-SPAN-ის ეთერით გამოსვლისას.

კონგრესმენმა ხაზი გაუსვა წარმატებულ რეფორმებს ქვეყანაში.

„საქართველომ ეფექტური მმართველობა თავისი რეფორმების ქვაკუთხედად აქცია, უზრუნველყო ეკონომიკური ზრდა და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის გზაზე“, — ხაზი გაუსვა პომ. 


ყველა ახალი ამბავი
0