საქართველო-ჩინეთი: ურთიერთობების ახალი დონე

© photo: Sputnik / Artur Aleksandrov / გადასვლა მედიაბანკშიშესასვლელი აკრძალულ ქალაქში
შესასვლელი აკრძალულ ქალაქში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ვარაუდობს, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს ჩინური ინვესტიციების შემოდინებას.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ქვეყნის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ქართულ-ჩინური ურთიერთობები ახალ დონეზე გადადის. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და „აბრეშუმის გზის“ პროექტი, საქართველოს ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს და ჩინურ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზრდება. ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, ქართველი მეწარმეები ჩინურ ბაზარზე თავისი პროდუქციის მიწოდებას დამატებითი საბაჟო გადასახადების გარეშე შეძლებენ, იუწყებიან საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში. ასევე საქართველოს განსაკუთრებული შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი ექნება იმ ქვეყნებთან, რომელთა მოსახლეობა 2 მლრდ 200 მლნ ადამიანს აღემატება.

მსოფლიოს ქალაქები, გაოსიუნ - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე ზამთარში დასრულდება

წარმატებული ვაჭრობა

ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ოთხეულში შედის. ამ წლის იანვარ-თებერვალში  სავაჭრო ბრუნვამ 109,1მილიონ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს სრული სავაჭრო ბრუნვის 7,7% შეადგენს. 

ჩინეთში სპილენძის მადანი და კონცენტრატი, სპილენძის მეორადი ნედლეული და ალკოჰოლი გადის. გასული წლის განმავლობაში ქართული ღვინის ექსპორტი 122%-ით გაიზარდა. სულ ჩინეთში 2015 წელს 2,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა, რაც ღვინის მთელი ექსპორტის 7,4 %-ს შეადგენს. 2016 წლის დასაწყისიდან ჩინეთში 371,3 ათასი ბოთლი გავიდა. ღვინის ექსპორტის მიხედვით ჩინეთი მეხუთე ადგილზეა რუსეთის, უკრაინას, ყაზახეთისა და პოლონეთის შემდეგ.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: „ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრება საქართველოს სტაბილურ შემოსავლს მისცემს“

„აბრეშუმის გზა“

საქართველოს მთავრობის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი აბრეშუმის გზის განვითარებაა, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილია, მათ შორის  აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი და ანაკლიის ნავსადგურიც, აღნიშნა ქუმსიშვილმა.

გასული წლის ბოლოს „აბრეშუმის რკინიგზა“ ამოქმედდა. საქართველოს გავლით ტვირთის ჩინეთიდან ევროპაში ტრანსპორტირება ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობისა და მასში რკინიგზის როლის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, მიაჩნიათ საქართველოს მთავრობაში.

„აბრეშუმის გზა“ უძველესი სავაჭრო გზაა, რომელიც ჩინეთს ევროპასთან ცენტრალური აზიის გავლით საუკუნეების მანძილზე აერთიანებდა. ახალი აბრეშუმის გზის მშენებლობის იდეა, რომელმაც ჩინეთი ევროპის ქვეყნებს უნდა დაუკავშიროს და აზიასა და აფრიკასთან თანამშრომლობა გაამყაროს, 2013 წელს ჩინეთის მეთაურმა სი ცზინპინმა წამოაყენა.

ყველა ახალი ამბავი
0