საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე ზამთარში დასრულდება

© photo: Sputnik / Александр Вильф / გადასვლა მედიაბანკშიმსოფლიოს ქალაქები, გაოსიუნ
მსოფლიოს ქალაქები, გაოსიუნ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისი იმედოვნებს, რომ პეკინთან მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ოთხ რაუნდში დასრულდება.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და ჩინეთს შორის საკმაოდ კონსტრუქციულად მიმდინარეობს და ზამთარში დასრულდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და ჩინეთს შორის თბილისში 22-23 თებერვალს შედგა. მხარეებმა შეთანხმების ძირითადი მიმართულებები განიხილეს, ასევე კონსულტაციების გაგრძელების სავარაუდო გრაფიკი. მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი მიმდინარე წლის მაისში გაიმართება, ხოლო შემდგომი კონსულტაციები ყოველ ორ თვეში. 

ჩინეთში ქართული ღვინის პავილიონი გაიხსნა - Sputnik საქართველო
ქართული "თამადა" ჩინეთში

„მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და ჩინეთს შორის საკმაოდ კონსტრუქციულად მიმდინარეობს. პირველი რაუნდი 23 თებერვალს გაიმართა. მეორე რაუნდის თარიღი ზუსტდება. სავარაუდოდ იგი ზაფხულის დასაწყისში შედგება. მესამე რაუნდი შემოდგომაზე, ხოლო საბოლოო მოლაპარაკებები ზამთარში გაიმართება. ყველა მონაცემებით მოლაპარაკებები ოთხ რაუნდში დასრულდება, — უთხრა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს. 

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამუშავების შემდეგ,  ქართველ მეწარმეებს საშუალება ექნებათ წარადგინონ თავიანთი პროდუქცია ჩინურ ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე, იტყობინება საქართველოს ეკონომიკური უწყება. 

მემორანდუმს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე, ხელი გასული წლის დეკემბერში მოეწერა. ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტის ზრდას, მათ შორის ღვინის ექსპორტს. 

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს განსაკუთრებული შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი ექნება ქვეყნებთან, რომლის მოსახლეობის რაოდენობა 2 მილიარდ 200 მილიონს შეადგენს. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
ჩინური ავიაკომპანია საქართველოში ფრენების დაწყების შესაძლებლობას განიხილავს

გასული წლის ბოლოს, ამუშავდა „აბრეშუმის რკინიგზა“. ტვირთების ტრანსპორტირება ჩინეთიდან ევროპაში საქართველოს გავლით, საუკეთესო მაგალითია ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობის გამოხატვის და მასში რკინიგზის როლის, თვლიან საქართველოს მთავრობაში. 


ყველა ახალი ამბავი
0