ექსპერტი: „ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრება საქართველოს სტაბილურ შემოსავლს მისცემს“

© RIA Novosti . Бесик Пипияბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წელს ჩინეთში 11,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2,5 ათასი ტონა სპილენძის ჯართია ექსპორტირებული, რაც 2,3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ნატურალური ყურძნის ღვინო ექსპორტირებულია 5,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, რაც 2 მლნ აშშ დოლარით მეტია, ვიდრე 2014 წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. 2015 წლის პირველ 9 თვეში ჩინეთში ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა, ქართული ბიზნესისთვის ამ ბაზარზე შეღწევის და დამკვიდრების რეალური შესაძლებლობების არსებობას ნიშნავს, მიაჩნია ეკონომისტ ლევან კალანდაძეს.

 საქართველოდან ჩინეთში 2015 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 35,2%-ით (23 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა და 87,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ექსპორტის საერთო მოცულობის 5,3%–ია.

 „ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრება მისცემს შესაძლებლობას ბიზნესს და ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური შემოსავალი მიიღოს. ჩინეთი ძალიან დიდი და საინტერესო ბაზარია. აქ ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობები გარკვეული მიმართულებებით და სწორედ მათ რეალიზაციაზე უნდა გაკეთდეს ძირითადი აქცენტები. მთავარია სწორი პრიორიტეტების შერჩევა“– განაცხადა ლევან კალანდაძემ.

 საანგარიშო პერიოდში ჩინეთში 11,6  მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2,5 ათასი ტონა სპილენძის ჯართია ექსპორტირებული, რაც 2,3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ნატურალური ყურძნის ღვინო ექსპორტირებულია 5,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, რაც 2 მლნ აშშ დოლარით მეტია, ვიდრე 2014 წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში.

 საანგარიშო პერიოდში საპილენძის მადნეულისა და კონცენტრატების ექსპორტმა 70,1 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2014 წლის იანვარ–სექტემბრის მონაცემთან შედარებით, 23,2 მლნ აშშ დოლარით მეტი

 ექსპერტის აზრით საქართველოს ჩინეთთან მიმართებაში არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკა, რომ ყველაფერის გატანა შეიძლება.

„არ შეიძლება ყველაფერს მივედმოვედოთ, სწორად შერჩეული სასაქონლო ჯგუფები და პრიორიტეტები საშუალებას მოგვცემს, რომ დინამიურად მზარდი გავხადოთ  ჩვენი საექსპორტო პოტენციალი“–აღნიშნა ეკონომისტმა

მისი თქმით, საექსპორტო პოტენციალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნესისითის და ამ ბიზნესებში დასაქმებული ადამიანებისთვის, არამედ ის ერთ–ერთ მთავარი გამოწვევას წარმოადგენს დღეს საქართველოსთვის, რადგან ქვეყანას აქვს სწორედ საგადამხდელო ბალანსში სავალუტო შემოსავლების უზრუნველყოფის პრობლემა და ჩინეთი ამ თვალსაზრისით არის ერთ–ერთი საინტერესი სამიზნე ჯგუფი საქართველოსთვის. 

„სასტარტო პირობები გვაქვს ჩინეთთან კარგი. ჯერ–ჯერობით. პრიორიტეტები სწორად არის შერჩეული და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რამდენად სწრაფ და ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება და რამდენად სწორად შეუწყობს ბიზნესს ხელს ჩინეთის მიმართულენის სრულფასოვნად ათვისებაში.“–აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

 მოცემულ პერიოდში ჩინეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობის შემცირება დაფიქსირდა. 2015 წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში, 2014 წლის იანვარ–სექტემბერთან შედარებით, ჩინეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობა 19%–ით შემცირდა და 447,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა — ქვეყნის იმპორტის საერთო მოცულობის 7,9%.

 საანგარიშო პერიოდში გამოთვლითი მანქანებისა და მათი ბლოკების იმპორტი 14 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 20,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სატელევიზიო კავშირის მიმღები აპარატურის იმპორტი თითქმის 5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და დაახლოებით 14,3 მლნ–მდე აშშ დოლარი შეადგინა. 

 2015 წლის იანვარ–სექტემბრის მონაცემებით, ჩინეთი მესამე ადგილზეა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანათა შორის. საქართველოს საგარეო ვაჭრობამ ჩინეთთან მოცემულ პერიოდში 535 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13%–ით ნაკლებია 2014 წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდთან შედარებით. მოცემულ პერიოდში ჩინეთთან ბრუნვამ საერთო საგარეო ბრუნვის 7,3% შეადგინა.

 


ყველა ახალი ამბავი
0