პრემიერი: საქართველოს აგროპროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე საკუთარ ადგილს იმკვიდრებს

© Сайт Георгия Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი პრეზენტაციაზე
გიორგი კვირიკაშვილი პრეზენტაციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სოფლის მეურნეობის ყველა პროექტს, უკეთესი კოორდინაციისათვის, მთავრობა ერთი ბრენდის და ერთი სტრუქტურის ქვეშ აერთიანებს.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik.  საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქცია სულ მალე საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპისა თუ სხვა საერთაშორისო ბაზრებზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ერთიანი აგროპროექტის“ პრეზენტაციაზე.

მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა მიმდინარე პროექტი დღეიდან თავს მოიყრის ერთ სტრუქტურაში  - „ერთიან აგროპროექტში“.

არსებობს მოლოდინი, რომ რეფორმა საშუალებას მისცემს სახელმწიფო პროექტები კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენებულ იქნას ბენეფიციართა დასახმარებლად, აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ სოფლის მეურნეობა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სოფელზეა  დამოკიდებული ქვეყნის სიძლიერე.

„სწორედ ამიტომ დავიწყეთ პრაქტიკულად განადგურებული დარგის აღორძინება. გადადგმულია პირველი რიგის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები სოფლის გადასარჩენად, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისა და სტიმულირებისათვის, ასევე გლეხებისა და ფერმერების წასახალისებლად“,- თქვა მან.

თბილისი, ახალი საკინცერიო დარბაზი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები სოფლის მეურნეობას ეკონომიკის ზრდის გარანტად მიიჩნევენ

პრემიერის სიტყვებით, უკვე თითქმის 4 წელია ხორციელდება არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებმაც უკვე გამოიღო თავისი კონკრეტული შედეგები.

„ეს პროექტები მუდმივად იხვეწება, სულ უფრო ფართოვდება და მათ ემატება ახალი მიმართულებები. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ჩვენი გლეხების, ფერმერების საქმიანობას, როგორც პირველად წარმოებაში, ასევე მოსავლის გადამუშავებასა და რეალიზებაში, ხელი შევუწყოთ ახალი წარმოებების და საწარმოების გაჩენას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ექსპორტის გაზრდას. ხოლო, ეს ყველაფერი ერთად არის სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მყარი გარანტია," — განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სოფლებში კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, მაგრამ მთავრობა მათ ეტაპობრივად  მოაგვარებს.

დღეისთვის მიმდინარე სახელმწიფო პროექტებია: „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, საწარმოთა თანადაფინანსება, აგროდაზღვევა, „დანერგე მომავალი“, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“, „ქართული ჩაი“.

მზადება საგაზაფხულო სამუშაოებისათვის - Sputnik საქართველო
ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის 50 მილიონი ევრო გამოუყო

 განხორციელებული პროექტების ფარგლებში, დაფინანსებულია 150 ახალი საწარმო და გაფართოებულია  700 საწარმო. 2013 წლიდან ყოველწლიურად დახმარებას იღებს 700 000 — ზე მეტი ფერმერი და ყოველწლიურად მუშავდება 200 ათას ჰექტარზე მეტი მიწა. მოხდა აგრარული დარგის განვითარების სტიმულირება, გაიზარდა ექსპორტზე ორიენტირებული პირველადი და გადამამუშავებელი პროდუქციის წარმოება, დასაქმდა ასობით ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0