პროკურატურამ მერაბიშვილზე ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქმე აღძრა

© Prosecutor's Office of Georgiaსაქართველოს მთავარი პროკურატურა
საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურამ გამოძიების დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ჩათვალა, რომ წინასწარი პატიმრობის დროს ექს-პრემიერის უფლებები დაირღვა.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ჩათვალა, რომ წინასწარი პატიმრობის დროს დაირღვა ექს-პრემიერის უფლებები. საუბარია 2013 წლის 14 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზე.

მერაბიშვილის განცხადებით, იმ ღამით ის საკნიდან გამოიყვანეს და საქართველოს იმჟამინდელ მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან წაიყვანეს, რომელმაც მუქარით სცადა მისგან ინფორმაციის მიღება ექს–პრემიერ ზურაბ ჟვანიას დაღუპვისა და ასევე მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ.

კახი კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ევროპულმა სასამართლომ მერაბიშვილის კანონიერად გასამართლება დაადასტურა

 

ევროპის სასამართლომ მიუღებლად მიიჩნია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მერაბიშვილის განცხადების შემდეგ შესაბამისი გამოძიება არ ჩაატარა. სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–18 მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად, ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა სხვა მიზნებისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული.

სტრასბურგი - Sputnik საქართველო
ECHR: სააკაშვილის წინააღმდეგ მერაბიშვილის დაკავების ფაქტის გამოყენება სურდათ

„2016 წლის 14 ივნისის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ცალკეული ჩინოვნიკების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო“, — იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ პროკურატურის პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

საქართველოს ყოფილი პრემიერი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააპატიმრეს. ის სისხლის სამართლის სამ საქმეშია ბრალდებული: 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევასა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვაში.

ამას გარდა, სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა განსახილველად: 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმე, 2005 წელს სპეცრაზმის მიერ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და ღვინის ქარხანა „აკურას“ საქმე. ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ყველა ახალი ამბავი
0