ECHR: სააკაშვილის წინააღმდეგ მერაბიშვილის დაკავების ფაქტის გამოყენება სურდათ

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშისტრასბურგი
სტრასბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვანო მერაბიშვილის სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების საფუძვლად მისი განცხადება იქცა, რომელშიც მაშინდელი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მუქარაზეა საუბარი.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ექს–პრემიერ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის მიზეზი იყო არა მხოლოდ მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, არამედ მისგან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ანგარიშებზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაც, ნათქვამია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დასკვნაში (ECHR).  

ამგვარი დასკვნის საფუძვლად 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტი იქცა. მერაბიშვილის თქმით, იმ ღამით ის საკნიდან გამოიყვანეს და საქართველოს იმჟამინდელ მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან წაიყვანეს, რომელმაც მუქარით სცადა მისგან ინფორმაციის მიღება ექს–პრემიერ ზურაბ ჟვანიას დაღუპვისა და ასევე მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
წულუკიანი: მერაბიშვილის ვადამდელი გათავისუფლება არ იგეგმება

ევროპის სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ ცნო მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივება.

ამგვარად, სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი ნორმა აღიარა დარღვეულად.

ამასთან აღსანიშნავია, რომ სასამართლომ დარღვევად და მერაბიშვილის უფლებების შელახვად არ მიიჩნია მისი დაკავება და წინასწარი პატიმრობა.

შედეგად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაავალა, გადაუხადოს მერაბიშვილს 4 ათასი ევრო არამატერიალური ზარალისთვის, ხოლო 8 ათასი  ევრო — სასამართლოს ხარჯებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0