წულუკიანი: მერაბიშვილის ვადამდელი გათავისუფლება არ იგეგმება

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშივანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში აღარ არის, ამიტომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება პატიმრობის ვადაზე არ აისახება.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და ექს–პრემიერის, ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება არ იგეგმება, შესაბამისად, რა გადაწყვეტილებაც  უნდა მიიღოს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, არაფერი შეიცვლება, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

„ხვალ გამოდის გადაწყვეტილება, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ბატონი ვანო მერაბიშვილი, როგორც სხვა პატიმრები, ახლა უკვე აღარ არიან წინასწარ პატიმრობაში, ისინი იხდიან სასჯელს და კონკრეტულად ბატონი ივანე მერაბიშვილის შემთხვევაში, არ იგეგმება მისი ვადამდე ადრე გათავისუფლება. აქედან გამომდინარე, ხვალინდელი გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა, ამაზე ვერ იმოქმედებს“, — განაცხადა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო - Sputnik საქართველო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს

შეგახსენებთ: შეგახსენებთ: ვანო მერაბიშვილი სისხლის სამართლის სამ საქმეშია ბრალდებული: 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევასა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვაში.

ამას გარდა, სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა განსახილველად: 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმე, 2005 წელს სპეცრაზმის მიერ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე, და ღვინის ქარხანა „აკურის“ საქმე.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2014 წელს მიმართეს.

ყველა ახალი ამბავი
0