კალაძე: ევროპულმა სასამართლომ მერაბიშვილის კანონიერად გასამართლება დაადასტურა

© FB / Kakha Kaladzeკახი კალაძე
კახი კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრი ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იყო ძალიან დიდი შოკი.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ქვეყნის ექს–პრემიერი ვანო მერაბიშვილი კანონიერად იმყოფება პატიმრობაში, განაცხადა ქვეყნის ვიცე–პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
წულუკიანი: მერაბიშვილის ვადამდელი გათავისუფლება არ იგეგმება

„კიდევ ერთხელ ბეჭედი დაესვა, რომ ვანო მერაბიშვილი არის კანონიერი პატიმარი. მას მაქვს დანაშაული იმ კონკრეტულ საქმეებში, რომელიც ჰქონდა წაყენებული. სასამართლომ გამოიტანა სწორი განაჩენი“, — აღნიშნა კალაძემ „რუსთავი 2"–ის ეთერში.

მინისტრის აზრით, ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იყო ძალიან დიდი შოკი.

რაც შეეხებათ თავად მერაბიშვილის თანამებრძოლებს „ნაცმოძრაობიდან“, მათ სულ სხვაგვარად განმარტეს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. ისინი აცხადებენ, რომ სასამართლომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ პატიმრად აღიარა.

ყველა ახალი ამბავი
0