თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნები უმაღლეს დონეზე უნდა ჩაატაროს, განაცხადა ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.
„საჭიროა, ეს არჩევნები ღირსეულად ჩავატაროთ ისევე როგორც ორი არჩევნები ჩატარდა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. არავის აზრად არ ჰქონია მოსახლეობის ხმების მოპარვა“, განაცხადა ივანიშვილმა კონფერენციაზე „ქართული ეკონომიკა და ბიზნეს-გარემო“.
არჩევნების უმაღლეს დონეზე ჩატარება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიზანია, აღნიშნა ივანიშვილმა.
„ალბათ, ანეკდოტური იქნება ვინმემ წარმოიდგინოს, რომ კვირიკაშვილი იფიქრებს, ხალხის ხმები მოიპაროს, ან კორუფციაში ჩაეფლოს და ვიღაცის ჯიბეში ჩაძვრეს… ჩვენ გამჭვირვალე, არაკორუმპირებული მტავრობა გვყავს, მაგრამ ასევე გვაქვს სუსტი ეკონომიკა. გვაქვს ევროპული ტიპის დემოკრატია და თუ მის შენარჩუნება სშევძლებთ, ეკონომიკას განვავითარებთ“, — განაცხადა ივანიშვილმა.
ექს-პრემიერმა მედიასაშუალებები ოპოზიციურ პარტიებთან კავშირში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, ოღონდ მედიასაშუალებები არ დაუკონკრეტებია.
„ეიფორიული წინადადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა შეიძლება ხიფათთან იყოს დაკავშირებული და ქვეყანას სტაბილურობა დააკარგინოს“, — აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მედია საქართველოში თავისუფალია.
„ყველას აქვს უფლება, ილაპარაკოს იმაზე, რაზეც სურს. სიღარიბე, რომელსაც წარმოაჩენენ ოპოზიციური ძალები და მათგან მართული მედია, ქმნის ხიბლს, რომ ეს არის ხელისუფლების ბრალი, ეს ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ და სანაცვლოდ აბსოლუტურად გაუაზრებელ დაპირებას სთავაზობენ“, — განაცხადა ივანიშვილმა.