ნარმანია: ნებისმიერი ზეწოლა მედიაზე დაუშვებელია

© Sputnik / Alexander Imedashviliდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანიის ოპერატორს უცნობი პირი აეროპორტში მაშინ დაესხა თავს, როდესაც ის ოპოზიციის წარმომადგენელთან ინტერვიუს იწერდა.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. თბილისის მერი დავით ნარმანია ტელეკომპანია „რუსთავი2“–ზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებას აუცილებლად მიიჩნევს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინციდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ მოხდა, როდესაც საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილისგან ინტერვიუს იღებდნენ.

გადაღება - Sputnik საქართველო
„რუსთავი2“–ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

„მედიასაშუალებაზე ნებისმიერი ზეწოლა არის დაუშვებელი. მედია უნდა იყოს თავისუფალი და მას უნდა მიეცეს ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობის საშუალება, ყოველთვის, სადაც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა ხდებოდეს. თუ შეიცავს ეს სამართალდარღვევის ნიშნებს, რასაკვირველია, მაშინ გამოძიება უნდა ჩატარდეს“, — განუცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს.

ინტერვიუს დროს უცნობმა პირმა ჟურნალისტებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ ოპერატორს დაესხა თავს. თაქთაქიშვილის თქმით, ქალი, რომელიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელს ახლდა, მას ინციდენტის ტელეფონით გადაღების საშუალებას არ აძლევდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით (ცემა) აღძრეს.


ყველა ახალი ამბავი
0