მოსკოვი ერევნისა და ბაქოს შერიგებას შეეცდება

© photo: Sputnik / Aleksey Druzhinin / გადასვლა მედიაბანკშისამმხრივი შეხვედრა - პუტინი, ალიევი, სარქისიანი
სამმხრივი შეხვედრა - პუტინი, ალიევი, სარქისიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში შუამავლის როლს ასრულებს, რადგანაც მთიან ყარაბაღში მშვიდობის დამყარება რუსეთის საგარეო პოლიტიკის უპირობო პრიორიტეტია.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების ისტორიული სამმხრივი შეხვედრა მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით ორშაბათს სანქტ-პეტერბურგში გაიმართება.

მოსკოვი შუამავლის როლს ასრულებს — რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცალკე შეხვედრებს გამართავს სერჟ სარქისიანთან და ილჰამ ალიევთან. სამი კოლეგის შეხვედრა მოგვიანებით გაიმართება.

პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მთავარი ამოცანა ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების განახლებისგან დაზღვევაა.

აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანმა და სომხეთმა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე მზადყოფნა გამოთქვეს

მოსკოვი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს მოუწოდებს, სადავო საკითხები ძალის გამოუყენებლობის, სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების საფუძველზე გადაწყვიტონ, ასევე დაჟინებით მოითხოვს, მხარეებმა 1994 წლის შეთანხმება ცეცხლის გამოუყენებლობის შესახებ დაიცვან.

მოლაპარაკებები სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე წლის აპრილში ვითარების გამწვავების შემდეგ შერიგების მეორე მცდელობა იქნება. პირველი შეხვედრა ვენაში 16 მაისს გაიმართა.

ერევანში ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებების განახლებას არ გამორიცხავენ. სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა განაცხადა, რომ „სროლას ნებისმიერი შეხვედრა ჯობია“.

მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას არსებითი პროგრესის იმედი არ აქვს. „Sputnik სომხეთის“ გამოკითხვის შედეგებით, ისინი მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეები ზავს მხოლოდ გააგრძელებენ, მაგრამ საკვანძო საკითხები გადაუჭრელი დარჩება.

დასავლეთი ამ შეხვედრას დიდი ოპტიმიზმით უყურებს. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარემ ჯეიმს უორლიკმა (აშშ) თავის მიკრობლოკზე დაწერა, რომ განხილვა  კონფლიქტის მონაწილეებს ნდობის გამტკიცებაში დაეხმარება და მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეთანხმებისთვის პირობებს შექმნის.

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. საბოლოოდ აზერბაიჯანმა დაკარგა ყარაბაღზე კონტროლი.

ბესიკ ამირანაშვილი და რამილეს უსუბოვი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და აზერბაიჯანის შს სამინისტროები ერთობლივ შეხვედრებზე შეთანხმდნენ

1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, ვინაიდან ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

ზავის დადების შემდეგ ყველაზე ვითარების ყველაზე დიდი გამწვავება 2 აპრილს მოხდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შესახებ განცხადება გააკეთა, ხოლო სომხეთის სამხედრო უწყებამ — აზერბაიჯანის მხრიდან „შემტევი მოქმედებების“ შესახებ. კონფლიქტის მხარეებმა 5 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს.

ყველა ახალი ამბავი
0