საქართველოსა და აზერბაიჯანის შს სამინისტროები ერთობლივ შეხვედრებზე შეთანხმდნენ

© FB/МВД Грузииბესიკ ამირანაშვილი და რამილეს უსუბოვი
ბესიკ ამირანაშვილი და რამილეს უსუბოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამშრომლობის ფარგლებში კრიმინალთან ბრძოლის ერთობლივი მუშაობის საკითხებს განიხილავენ.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანის პოლიციის რაიონული სამმართველოების ხელმძღვანელები წელიწადში ერთხელ ერთობლივ სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.

შეთანხმებას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მიაღწიეს.

საქართველოს შსს-ს მონაცემებით, პირველ შეხვედრას მიმდინარე წლის ივნისში საქართველო უმასპინძლებს. ის ყოველ წელს როტაციის პრინციპით ჩატარდება. შეხვედრებზე იმსჯელებენ კრიმინალთან ერთობლივი ბრძოლისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის პრევენციის საკითხებზე.

გაბალა - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ

გარდა ამისა, ამ სამუშაო შეხვედრებში ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრების მონაწილეობის შესაძლებლობაც განიხილება.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი ბაქოში აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრს რამილ უსუბოვს და მინისტრის პირველ მოადგილეს ვილაეტ ეივაზოვს შეხვდა.

ეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ძალოვან უწყებებს შორის თანამშრომლობის პირველი შეთანხმება არ არის. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრები ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

წვრთნების ჩატარების ზუსტი თარიღი და ფორმატი ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0