აზერბაიჯანმა და სომხეთმა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე მზადყოფნა გამოთქვეს

© Пресс-служба президента Азербайджана / გადასვლა მედიაბანკშიაზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები
აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტებმა ცეცხლის შეწყვეტისადმი ლოიალურობა დაადასტურეს და დათანხმდნენ, შემდგომი ძალადობის რისკის შემცირების მიზნით, უმოკლეს ვადებში დაასრულონ მუშაობა ეუთოს გამოძიების მექანიზმზე.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების შემდეგ პირველ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ მშვიდობიანი მოგვარების მომხრე არიან. შესაბამისი განცხადებები შეხვედრის შედეგების თაობაზე ეუთოს მინსკის ჯგუფმა გამოაქვეყნა.

 „პრეზიდენტებმა დაადასტურეს ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი ლოიალურობა… შემდგომი ძალადობის რისკის შემცირების მიზნით, ისინი დათანხმდნენ, უმოკლეს ვადებში დაასრულონ მუშაობა ეუთოს საგამოძიებო მექანიზმზე“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურები ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენლის არსებული ოფისის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. „პრეზიდენტები, ყოვლისმომცველი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით, მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე შეთანხმდნენ, რომელიც ივნისში გაიმართება“, — ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ შეხვედრაზე მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივებზე იმსჯელეს. „კონსულტაციებზე განიხილეს მიმდინარე ვითარება მთიან ყარაბაღში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე მოლაპარაკებების პროცესის განახლების პერსპექტივები“, — აღნიშნეს სამინისტროში.


ყველა ახალი ამბავი
0