რა თანხა აქვს გათვალისწინებული ეროვნულ სააგენტოს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის

© Xcookღვინო
ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღვინის ეროვნული სააგენტო ასევე უწევს ორგანიზებას საქართველოში საერთაშორისო მასშტაბის კონფერენციების, ღვინისა და მედია ტურების მოწყობას ღვინის მწერლების, ჟურნალისტების, სომელიეებისა და პროფესიონალებისათვის, ქართული ღვინის დღეების გამართვას, საიმიჯო და სარეკლამო სტატიების განთავსებას მიზნობრივი აუდიტორიისთვის, სოციალური მედიის გამოყენებას და სხვა.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2016 წელს  5 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს, ძირითადი სტრატეგიულ ქვეყნებად კი მარკეტინგული გეგმის თანახმად, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ და ბალტიისპირეთია შერჩეული, — განუცხადეს Sputnik-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ქართული ღვინო ჰონკონგში - Sputnik საქართველო
ქართულმა ღვინის კომპანიამ ჰონკონგიდან ოქროს თასი ჩამოიტანა

„სააგენტოს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობას იღებენ  ღვინის საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებში, კონკურსებსა და დეგუსტაციებში. ამ დროისთვის ქართული ღვინო  პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, უკვე  წარმოდგენილი იყო საფრანგეთში, დიდი ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიაში,  აშშ-ში, იაპონიასა და  ჩინეთში“, — განაცხადეს სააგენტოში.

ღვინის ეროვნული სააგენტო ასევე უწევს ორგანიზებას საქართველოში საერთაშორისო მასშტაბის კონფერენციების, ღვინისა და მედია ტურების მოწყობას ღვინის მწერლების, ჟურნალისტების, სომელიეებისა და პროფესიონალებისათვის, ქართული ღვინის დღეების გამართვას, საიმიჯო და სარეკლამო სტატიების განთავსებას მიზნობრივი აუდიტორიისთვის, სოციალური მედიის გამოყენებას და სხვა.

სულ გათვალისწინებული 5 მლნ ლარიდან ამ დროისთვის  უკვე 1 853 560.72 ლარია ათვისებული. 

2016 წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხას არასაკმარისად  მიიჩნევს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ქართულმა ღვინომ ლონდონის საერთაშორისო კონკურსზე სამივე სინჯის მედალი აიღო

„თუ გავითვალისწინებთ ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობას და იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა ბაზრების ათვისებაც  დღეს ხდება, ასევე იმას თუ რა რაოდენობით თანხები იხარჯება ხოლმე ზოგადად მარკეტინგში საზღვარგარეთ, 5 მილიონ ლარს დიდ თანხას  ნამდვილად ვერ ვუწოდებთ“, — თვლის ანალიტიკოსი.

მისი თქმით, ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი არა მხოლოდ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, არამედ  მსოფლიოს ნებისმიერ ბაზარზე აქვს.

„ყველა ბაზარს ინდივიდუალური მიდგომა და შესაბამისი პიარ-კამპანიის წარმოება სჭირდება, ამიტომ ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების მიზნით დახარჯული ფული არ შეიძლება დაკარგულად  ჩაითვალოს“, აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

ყველა ახალი ამბავი
0