ქართულმა ღვინის კომპანიამ ჰონკონგიდან ოქროს თასი ჩამოიტანა

© Wines of Georgiaქართული ღვინო ჰონკონგში
ქართული ღვინო ჰონკონგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენა VinExpo ღვინის ინდუსტრიაში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა და მსოფლიო კლასის გამოფენაა.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ჰონკონგში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა VinExpo 2016 ჩატარდა, რომელშიც 12 ქართული ღვინის კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენის გახსნის დღეს „მეღვინეობა ხარებას“, როგორც ბორდოს ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის Les Citadelles Du Vin 2016–ის გამარჯვებულს, ჯილდოები გადაეცა.

რთველი და ყურძნის დაწურვა - Sputnik საქართველო
ბორდოში 2017 წელი საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წლად გამოცხადდება

კერძოდ, ნახევრად ტკბილი „ქინძმარაული 2014“ ოქროს მედალთანე რტად სპეციალური პრიზით, ოქროს ტასიტაც დაჯილდოვდა. ოქროს მედალი ასევე აიღო მშრალმა თეთერმა ღვინომ „მწვანე 2015“.

© Wines of Georgia ქართული ღვინოენო ჰონკონგის გამოფენაზე
ქართული ღვინოენო ჰონკონგის გამოფენაზე  - Sputnik საქართველო
ქართული ღვინოენო ჰონკონგის გამოფენაზე

გამოფენაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ღვინოები, რომლებიც წარმოადგინეს კომპანიებმა: „ღვინის კომპანია დუგლაძემ“, „შალვინომ“,GWS–მა, „თბილღვინომ“, „ბესინიმ“, „შატო მუხრანმა“, „წერეთლის მარანმა“, „კორპორაცია ქინძმარაულმა“, G Vino–მ, KTW–მ, „მარნისკარმა“,  „კახეთის ღვინის მარანმა“ და „მეღვინეობა ხარებამ“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, რომლის მხარდაჭერითაც წარსდგნენ ქართული ღვინის კომპანიები გამოფენაზე, შეხვედრები გამართეს ღვინის იმპორტიორებთან და კონსულტანტებთან, რა დროსაც მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ქართულმა ღვინომ ლონდონის საერთაშორისო კონკურსზე სამივე სინჯის მედალი აიღო

გამოფენა VinExpo ღვინის ინდუსტრიაში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა და მსოფლიო კლასის გამოფენაა, სადაც ათობით ათასი პროფესიონალი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი, ბლოგერი, მწერალი, ჟურნალისტი და ღვინის მოყვარული იკრიბება მთელი მსოფლიოდან.

ყველა ახალი ამბავი
0