ზვიად ძიძიგური: ვანგა არ ვარ, რომ წინასწარ ვიცოდე შედეგები

© photo: courtesy of parliamentსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიიღებს თუ არა საქართველო ვიზალიბერალიზაციას არჩევნებამდე და რა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტს, რამდენად შეიცვალა საარჩევნო გარემო და არის თუ არა შესაბამისობაში დემოკრატიულ პრინციპებთან? ამ და სხვა თემებზე გვესაუბრება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური.

- ბატონო ზვიად, რა მნიშვნელობას ანიჭებთ ვიზა-ლიბერალიზაციას და რატომ მოხდა ამ პროცესის შეფერხება?

— ვიზალიბერალიზაციის მიღებას არჩევნებამდე დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რათა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს და ხმა მისცეს ქვეყნის ევროპულ არჩევანს. ეს იმდენად სერიოზული საკითხია, რომ ჩემი აზრით ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა შეწყვიტოს კინკლაობა და ხელი უნდა შეუწყოს პროცესის სწორად წარმართვას. პირველ რიგში, ეს აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის წამოსაწევად, ეს კი რასაც ნიშნავს, მშვენივრად მოგეხსენებათ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი გერმანიაში იყო სწორი და დროული. გერმანია არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი  ევროკავშირის ქვეყნებს შორის. მერკელის განცხადება, სადაც  პირდაპირ აფიქსირებს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაჩქარებას მიესალმება, არის საქართველოს ინტერესების სრული მხარდაჭერა. 

ანგელა მერკელი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
მერკელი: გერმანია საქართველოსთვის ვიზების გაუქმების წინააღმდეგი არ არის

პრემიერ-მინისტრის ჩასვლამ განაპირობა, რომ საქართველო არ განიხილონ უკრაინასთან ან თურქეთთან ერთად, რომლებსაც სხვა პრობლემები აქვთ. საქართველო გაცილებით უფრო მომზადებულია ვიზალიბერალიზაციის მისაღებად, ვიდრე სხვა დანარჩენი სახელმწიფოები, რომელზედაც ასევე მიდის საუბარი ევროკავშირის პოლიტიკურ ორგანოში. 

არავითარი შიდა პროცესები მის შეფერხებას არ იწვევს. საქართველოს ჰქონდა დავალება, რომელიც  ბოლომდე შეასრულა. ევროპის სახელმწიფოები ფიქრობენ, რომ უნდა ჰქონდეთ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების სწრაფი მექანიზმი. ამის შემუშავების პროცესს უკავშირდება ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწევა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოში სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას უკეთებენ…

„ნაციონალების“ ადგილას რომ ვიყო, ჩუმად ვიქნებოდი. ისინი აპროტესტებენ, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია და ტყუილად ზის ციხეშიო. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ წინასწარი პატიმრობის პერიოდში იყო ხარვეზები, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ბრალდებები არასწორად აქვს წაყენებული ან სასჯელის ზომა  არასწორია. 

კახი კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ევროპულმა სასამართლომ მერაბიშვილის კანონიერად გასამართლება დაადასტურა

სტრასბურგის სასამართლოს არ გამოუტანია გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს სასამართლოს ეჭვქვეშ დააყენებს. პირიქით, მან დაამტკიცა ვანო მერაბიშვილის ბრალეულობა. ხარვეზებზე  გამოძიება უნდა ჩატარდეს. თუ ვინმემ ვანო მერაბიშვილთან მიმართებით გადაცდომა გააკეთა წინასწარი დაკავების პერიოდში, კანონის შესაბამისად იქნება დასასჯელი.

- არჩევნებთან დაკავშირებით როგორი მოლოდინი გაქვთ?

— დღეს საარჩევნო გარემო გაცილებით უფრო თავისუფალი და დემოკრატიულია, ვიდრე 2012 წელს იყო. ამ საკითხზე მიდიოდა მუშაობა და ახლაც მიმდინარეობს კამათი, მაგრამ ეს ჯანსაღი სამუშაო პროცესია. ბევრი რამ შეიცვალა: გამოთანაბრდა საარჩევნო ოლქები, ამიერიდან 47 000 ამომრჩეველზე (პლუს-მინუს 10%) იქნება ერთი მანდატი. ამან საშუალება მოგვცა, თბილისში 10-ის მაგიერ 22 პარლამენტარი აირჩეს. 50%-იანი ბარიერის დაწესება უფრო ლეგიტიმურს ხდის პარლამენტარს და ბარიერის გადალახვის საშუალება ეძლევა არასახელისუფლებო პარტიებს. ერთი რამ ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ  ორპოლუსიანი პარლამენტი აღარ გვექნება. დანარჩენზე რა მოგახსენოთ, ვანგა არ ვარ, წინასწარ ვიცოდე შედეგები, თუმცა, მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არც ამჯერად ეყოლება. დანარჩენებზე ოქტომბრის არჩევნების მერე ვისაუბროთ…

თენგიზ ჩოჩუა


ყველა ახალი ამბავი
0