მერკელი: გერმანია საქართველოსთვის ვიზების გაუქმების წინააღმდეგი არ არის

© FB/ Giorgi Kvirikashviliანგელა მერკელი და გიორგი კვირიკაშვილი
ანგელა მერკელი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერკელმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიწო რეჟიმი დაუწესოს.

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველო მიიღებს უვიზო რეჟიმს ევროკავშირთან, გერმანია ამის წინააღმდეგი არ არის, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბერლინში.

საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე ზაფხულში აამოქმედებდა, თუმცა ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადაიდო. პროცესი გერმანიისა და საფრანგეთის განცხადების საფუძველზე გაჭიანურდა. ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ის მონაცემებით, ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე გადაწყვეტილების მიღება, სულ მცირე, სექტემბრამდე გადადო.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზებს წლის ბოლომდე გააუქმებს

„ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ყველა კრიტერიუმი შეასრულა. რა თქმა უნდა, გერმანია ევროკომისიის ამ რეკომენდაციის წინააღმდეგი არ არის… გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული“, – განაცხადა მერკელმა.

მან აღნიშნა, რომ ვიზების გაუქმების საკითხი არ გაჭიანურდება.

„ეს მიმდინარე მოლაპარაკებებია ევროპარლამენტში. პარლამენტი, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელია, მაგრამ ყველაფერს ვიღონებთ, რომ გახილვის პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, – განაცხადა მერკელმა. მისი გამოსვლა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცა.

თუ ევროპარლამენტი კანონპროექტს მოიწონებს, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში 180–დან 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნას შეძლებენ.


ყველა ახალი ამბავი
0