ივანიშვილი: ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზებს წლის ბოლომდე გააუქმებს

© FB / НПО "Гражданин"ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არის იმის დიდი ალბათობა, რომ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ უკვე სექტემბრიდან იმგზავრებენ. მაგრამ უკიდურესი ვადა 2016 წლის ბოლოა, ირწმუნება ყოფილი პრემიერი.

თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს წლის ბოლომდე გადაწყვეტს.

საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე ზაფხულში აამოქმედებდა, თუმცა ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადაიდო. პროცესი გერმანიისა და საფრანგეთის განცხადების საფუძველზე გაჭიანურდა.

„ყველა ევროპელი პოლიტიკოსი ნათლად აცხადებს, რომ საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის წარდგენისთვის ყველა ვალდებულება შეასრულა. იმედი ვიქონიოთ და არის იმის დიდი ალბათობა, რომ ეს საკითხი სექტემბრამდე გადაწყდება. ხოლო თუ არა სექტემბერში, ჩვენ 100–პროცენტიან გარანტიას გვაძლევენ, რომ ეს ყველაზე გვიან – წლის ბოლოს მოხდება“, – განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
დეპუტატები ვარაუდობენ, რომ ევროკავშირი სავიზო რეჟიმს ოქტომბრამდე გააუქმებს

მან აღნიშნა, რომ არანაირი სუბიექტური ფაქტორი არ არსებობს, გარდა ევროპაში არსებული პრობლემებისა, რომლებიც ამ პროცესზე ახდენენ გავლენას.

„ასე თუ ისე, საქართველო იმსახურებს ამას, და ჩვენი მოქალაქეები ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებენ“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

საქართველოს საკითხი გუშინ ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, თუმცა ცალსახა გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხზე მსჯელობას 20 ივნისს აპირებენ.

ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ის მონაცემებით, ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე გადაწყვეტილების მიღება, სულ მცირე, სექტემბრამდე გადადო.

ქვეყნის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი ვიზებს საქართველოს მოქალაქეებისთვის საპარლამენტო არჩევნებამდე, ანუ 8 ოქტომბრამდე გააუქმებს.


ყველა ახალი ამბავი
0