ე.წ. "ციხის კადრების" ავტორი საქართველოს მოსახლეობას რუსულ პენსიას ჰპირდება

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშირუსული რუბლი
რუსული რუბლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს ცენტრისტების კავშირის“ წარმომადგენლის მტკიცებით, რუსეთში მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოს ტერიტორიებთან, ვიზებთან და პენსიის საკითხებთან დაკავშირებით.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ე.წ. „ციხის კადრების“ ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე საქართველოს მოქალაქეებს რუსულ პენსიას პირდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპარლამენტო არჩევნებზე  „საქართველოს ცენტრისტების კავშირს“ მისცემენ ხმას.  

არჩევნები - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ბედუკაძე და თემურ ხაჩიშვილი პარტიას ქმნიან

„ციხის სკანდალმა“, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გახმაურდა, კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში  მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბედუკაძე, რომელიც  №8 საპყრობილის თანამშრომელი იყო, დააპატიმრეს, თუმცა, სასამართლოსთან თანამშრომლობის შედეგად, ბედუკაძე გაათავისუფლეს. მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ საზოგადოებისათვის შოკისმომგვრელი ვიდეოს დამკვეთი იუსტიციის ექს-მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იყო.

„პარტიის ლიდერი (თემურ ხაჩიძე — რედ.) მოსკოვში ყოფნის დროს პოლიტელიტის წარმომადგენლებსა და მაღალჩინოსნებს შეხვდა. შეხვედრებზე შეთანხმება იქნა მიღწეული…  შეთანხმების შემდეგ 50 დღის გამნავლობაში ყველა პენსიონერი რუსულ პენსიას მიიღებს, რომელიც 460 ლარს შეადგენს“, — განაცხადა ბედუკაძემ.

ამ ეტაპზე საუბარი მიდის იმ პენსიონერებზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში მუშაობდნენ.

მისი განმარტებით, რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადასაჭრელად მზადყოფნას გამოთქვამს, რათა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საკუთარ სახლებში დაბრუნება შეძლონ.

„შეთანხმება მიღწეულია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს… შეთანხმებიდან 10 დღის განმავლობაში იძულებით გადაადგილებული პირები სახლსი დაბრუნდებიან… პროცესი 2017 წლის ბოლომდე დასრულდება“, — აღნიშნა ბედუკაძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში. 

მსჯავრდებული - Sputnik საქართველო
პროკურატურამ წამების ფაქტებზე 200-მდე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

ბედუკაძის მტკიცებით, რუსეთის 2016 წელში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გააუქმებს. ამასთან, საქართველო ევრაზიულ კავშირში უნდა შევიდეს. 

„ამის (შეთანხმების — რედ.) ცხოვრებაში განხორციელებისთვის მხოლოდ ტექნიკური პროცედურებია დარჩენილი, თუ ხელისუფლების პოლიტიკური ნება იქნება“, — აღნიშნა მან.

ბედუკაძე, რომელიც „საქართველოს ცენტრისტების კავშირის“ წევრია, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. პარტიის ლიდერი თემურ ხაჩიშვილი, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.


ყველა ახალი ამბავი
0