ვლადიმერ ბედუკაძე და თემურ ხაჩიშვილი პარტიას ქმნიან

© photo: Sputnik / Кристина Афанасьева / გადასვლა მედიაბანკშიარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ე.წ. „ციხის კადრების“ ავტორი ბედუკაძე ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებისთვის ქართულ პარტიათა სპექტრს, შეიძლება პარტია „ცენტრისტები“ დაემატოს, რომელსაც ვლადიმერ ბედუკაძე და თემურ ხაჩიშვილი აფუძნებენ, ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ნიუპოსტი“ ავრცელებს. 

ქართული ოცნების მიტინგი - Sputnik საქართველო
წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში: აკრძალვები და შეზღუდვები

სააგენტოს ინფორმაციით,  ცესკოში შესაბამისი განცხადება 2 ივნისს შევიდა.

ე.წ. „ციხის კადრების“ ავტორი ბედუკაძე ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.  

საქართველოში არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანია კი ოფიციალურად 8 ივნისს დაიწყო. ამჟამინდელი ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში 30-ზე მეტი პარტია გეგმავს მონაწილეობის მიღებას.  

ცნობისათვის, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში "მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი უშიშროების მინისტრის პირველ მოადგილედაც მუშაობდა, რის შემდეგაც შს მინისტრად დაინიშნა. 

არჩევნები - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებში უკვე 25 პარტიას უნდა მონაწილეობის მიღება

ხაჩიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე 1995 წელს განხორციელებული ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით იყო გასამართლებული. ის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ შეიწყალეს და გაათავისუფლეს. ასევე, ხაჩიშვილს ბრალად ედებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, გიორგი ჭანტურიას მკვლელობის ორგანიზება. 2004 წელს ხაჩიშვილი იარაღის უკანონო ტარებისა და შენახვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საქართველო დატოვა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0