საპარლამენტო არჩევნებში უკვე 25 პარტიას უნდა მონაწილეობის მიღება

© photo: Sputnik / Кристина Афанасьева / გადასვლა მედიაბანკშიარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტში მოხვედრის ძირითად პრეტენდენტებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები ცესკო-ში ჯერ არ შეუტანიათ.

თბილისი, 7ივნისი — Sputnik. ორშაბათის მონაცემებით საპარლამენტო არჩევნებში  მონაწილეობის მისაღებად განაცხადები რეგისტრაციაზე 25 პოლიკტიკურმა პარტიამ შეიტანა, ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. ამჟამად საქართველოს მთავრობა იხილავს საკითხს არჩევნების ჩატარების თარიღისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ოფიციალური გამოცხადების შესახებ.

საქართველოს ცესკო-მ 1 აპრილიდან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. პირველად დარეგისტრირდა პარტია „სახალხო ხელისუფლება“. ამის გარდა განახცადები შეიტანეს ასეთმა პარტიებმა როგორიცაა შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტული პარტია“, ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი“, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის განკარგულებით საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა „საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ“, „სოციალისტურმა პარტიამ“, „ევროპელმა დემოკრატებმა“, „მერაბ კოსტავას საზოგადოებამ“ და სხვა მცირე პარტიებმა.

ძირითად მოთამაშეებს — მმართველ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, დავით უსუფაშვილის „რესპუბლიკურ პარტიას“, ირაკლი ალასანიას „ჩვენი საქართველო-თავისუფალ დემოკრატებს“, ყოფილ მმართველ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და პაატა ბურჭულაძის პარტიას „სახელმწიფო ხალხისათვის“ განაცხადება რეგისტრაციაზე ჯერ არ შეუტანიათ.

ეუთოს დროშები ვენაში - Sputnik საქართველო
ეუთო: არჩევნები საქართველოში პოლიტიკურად დაძაბული იქნება

პარტიებს, რომლებსაც პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ჰყავთ, განაცხადების შეტანა რეგისტრაციაზე არჩევნების დაწყებამდე 57 დღით ადრე შეუძლიათ, დანარჩენებს კი —1 აგვისტომდე. რეგისტრაციისათვის პარტიამ საჯარო რეესტრის სააგენტოში თავისი წესდება და რეგისტრაციის დოკუმენტი უნდა წარადგინოს.

ასევე 15 აგვისტომდე პარტიებმა ცესკო-ში 25 ათასი ამომრჩევლის სია უნდა წარადგინონ. იმ შემთხვევაში, თუ კი პარტიას პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ჰყავს, ის  1 ათასი ამომრჩევლის სიას წარადგენს.

ცესკო ვალდებულია ყველა პარტიის რეგისტრაცია არჩევნების დაწყებამდე 30 დღით ადრე დაასრულოს და თავის საიტზე პარტიების საბოლოო სია გამოაქვეყნოს.

ყველა ახალი ამბავი
0