კვირიკაშვილმა ვიზების საკითხში გერმანიის მხარდაჭერა მიიღო

© photo: Sputnik / Ekaterine Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიბერლინი
ბერლინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ გერმანია საქართველოსთვის ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ეწინააღმდეგება, კვირიკაშვილი ბერლინში გაემგზავრა. სახელმწიფოს პირველ პირებთან შეხვედრა წარმატებული აღმოჩნდა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. გერმანიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრების მთავარი თემა საქართველოსთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი გახდა.

საქართველოში ვარაუდობდნენ, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის შერბილებულ სავიზო რეჟიმს უკვე ზაფხულისთვის დააწესებდა, თუმცა, ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადაიდო.

საინფორმაციო საშუალებები ამტკიცებდნენ, რომ ამ გადაწყვეტილებას წინააღმდეგ გერმანია წავიდა.

ანგელა მერკელი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
მერკელი: გერმანია საქართველოსთვის ვიზების გაუქმების წინააღმდეგი არ არის

კვირიკაშვილი გერმანიაში გაემგზავრა, რათა ქვეყნის ხელისუფლება პირადად დაერწმუნებინა საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის მიზანშეწონილობაში.

„აღინიშნა, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა მისთვის დაკისრებული ყველა ამოცანა, რაც ევროკომისიამ გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღიარა. გამოითქვა იმედი, რომ ევროკომისიის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც უკვე განიხილება ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში, უახლოეს მომავალში დადებითი გადაწყვეტილება მოჰყვება”, — განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კვირიკაშვილისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის შეხვედრის დროს. მან დაარწმუნა კვირიკაშვილი, რომ გერმანია ევროკომისიის რეკომენდაციებს არ ეწინააღმდეგება და გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული.

მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ დგას.

კვირიკაშვილმა, ასევე, საქართველოს პროგრესი რეფორმების გატარებასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელებაში ბუნდესტაგის თავმჯდომარე ნორბერტ ლამერტთან განიხილა. შეხვედრის შედეგებით, მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ 2017 წელი საქართველო–გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადდება.

ვიზებთან დაკავშირებულ საკითხში საქართველოს პრემიერმა მხარდაჭერა მიიღო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზეც.

გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
შს მინისტრი: დანაშაულთან ბრძოლაში საქართველო გერმანიასთან თანამშრომლობს

„ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანიის საგარეო უწყება მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აღიარებს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს“, — აღნიშნეს საქართველოს საგარეო უწყებაში.

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველო-გერმანიის ბიზნეს-ფორუმი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. ბიზნეს-ფორუმში 130-მდე ქართული და გერმანული ბიზნეს-ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამას გარდა, პრემიერმა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა.

ყველა ახალი ამბავი
0