ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებები შეაჯამა

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრებზე დააყენეს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ საზღვრებზე დაპატიმრებების, საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და სხვა საკითხები.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ქართულმა მხარემ ჟენევის დისკუსიების 36-ე რაუნდის მსვლელობისას რიგი მოთხოვნები დააყენა, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მორიგმა სხდომამ მწვავედ ჩაიარა, მაგრამ დასაშვებ ფარგლებში. მონაწილეებმა ზოგიერთ პრაქტიკულ საკითხზე წინ წაწევა შეძლეს, განაცხადა მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება

ჟენევაში 14-15 ივნისს ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გაიმართა. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში — იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.

რუსეთისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე სამუშაო ჯგუფის მოლაპარაკებების დროს უკმაყოფილება გამოთქვეს და მოლაპარაკებები დატოვეს.ქართულმა მხარემ ეს შეაფასა, როგორც არაკონსტრუქციული დამოკიდებულება როგორც ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხებისადმი, ისე მოლაპარაკებების პრინციპებისადმი.

საქმე ისაა, რომ შეხვედრის დროს მხარეები შეეხნენ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას დევნილებისა და ლტოლვილების შესახებ. დოკუმენტი აღიარებს ყველა დევნილისა და მათი შთამომავლების დაბრუნებას საკუთარ სახლებში, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა.

ქართულმა მხარემ ორივე სამუშაო ჯგუფში განსაკუთრებულად მწვავედ დააყენა აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, სოფელ ხურჩაში  გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი. ქართულმა მხარემ კატეგორიულად მოითხოვა მკვლელობაში ბრალდებულის დაუყოვნებლივი დაპატიმრება და ქართული მხარისთვის გადმოცემა.

„ამ საკითხს  მხარი დაუჭირეს თანათავმჯდომარეებმა და დანარჩენმა მონაწილეებმა (მოლაპარაკებების — რედ.)… მათი განმარტებით, 6 ივლისს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მეტ სიცხადეს შეიტანს ხურჩაში მომხდარი მკვლელობის საქმეში", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ანგელა მერკელი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველო რუსეთის მიმართ მტრული რიტორიკის წინააღმდეგია

მწვავე დისკუსია შედგა ასევე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და გატაცების შემთხვევებზე. მონაწილეებმა საქართველოდან საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა მოითხოვეს.

შეხვედრაზე ხანგრძლივი დისკუსიის საგანს წარმოადგენდა ასევე აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების პრობლემა. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე საკითხის მოსაგვარებლად ქმედითი ზომების გატარება აუცილებელია.

რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. ოფიციალურმა თბილისმა ამის საპასუხოდ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და ეს ორი რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. 37–ე რაუნდი 4–5 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0