ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება

© RIA Novostiგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრიგორი კარასინის თქმით, 36-ე რაუნდი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, მომდევნო შეხვედრა კი კიდევ უფრო მწვავე იქნება.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. რუსულ მხარეს აქვს მოლოდინი, რომ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი კიდევ უფრო მწვავე იქნება, იუწყება РИА Новости რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე გრიგორი კარასინზე დაყრდნობით.  

„იყო საკმაოდ მკაცრი დისკუსია. შევთანხმდით, რომ შემდეგი შეხვედრა ოქტომბრის დასაწყისში გავმართოთ იმავე დღის წესრიგით… ეს 8 ოქტომბრის არჩევნებამდე მოხდება. ასე რომ, როგორც ჩანს, შეხვედრა კიდევ უფრო მწვავე იქნება“, — განაცხადა კარასინმა.

მისი თქმით, 37–ე რაუნდზე დაგეგმილია ძალის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ ერთობლივი განცხადებების თაობაზე ახალი წინადადებების განხილვა.

კარასინი აცხადებს, რომ ქართულ მხარეს ჯერ არ წარუდგენია ამ თემასთან დაკავშირებით წინადადებები და იმედოვნებს, რომ ეს უახლოეს კვირებში მოხდება.

ჟენევა - Sputnik საქართველო
ციხელაშვილი: ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები საქართველოს მხარს უჭერენ

ჟენევის დისკუსიების 37–ე რაუნდი 4–5 ოქტომბერსაა დანიშნული.

ჟენევაში გუშინ დასრულებული 36–ე რაუნდის განსახილველი თემები იყო: ცხინვალის რეგიონში ეკლიანი მავთულების გავლებისა და „საზღვრის“ აღმნიშვნელი ახალი ბანერების დამონტაჟების საკითხი სოფელ ავლევში, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რაც მათთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაში გამოიხატება, გიგა ოთხოზორიას მკვლელი „მესაზღვრის“ დაპატიმრება და საქართველოსთვის გადმოცემა.

გარდა ამისა, ოფიციალური თბილისი ასევე ითხოვდა იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას საკუთარ სახლებში.

ყველა ახალი ამბავი
0