თბილისში ახალი მრავალპროფილური საავადმყოფო გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerსაავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინურმა ჰოლდინგმა „ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოს სოციალურ სექტორში პირველი ინვესტიია განახორციელა და თბილისში საავადმყოფო ააშენა.

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 საწოლზე გათვლილი ახალი მრავალპროფილური საავადმყოფო გაიხსნა. 

ახალი საავადმყოფო მაღალტექნოლოგიური აპარატურითაა აღჭურვილი და ის პაციენტებს მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარებას შესთავაზებს.

საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი - Sputnik საქართველო
ჩინეთი საქართველოს მედიცინის განვითარების მიზნით 60 მლნ იუანს გამოუყოფს

მნიშვნელოვანია, რომ ვარკეთილი-ვაზისუბნის მოსახლეობას, რომელსაც სამედიცინო მომსახურების მიღება ქალაქის სხვა რაიონებში უწევდა, ამიერიდან მაღალტექნოლოგიური კლინიკა საკუთარ რაიონში მოემსახურება, განაცხადა საავადმყოფოს გახსნაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4,5 მლნ ლარია და მან 447 ადამიანი დაასაქმა. პროექტის განხორციელებაში „ჰუალინგ ჯგუფთან” ერთად მონაწილეობა მიიღო კომპანია „თბილისის ზღვის ჰოსპიტალმა".

„ჰუალინგ ჯგუფი“ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორია და, საერთოდ, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან სწრაფად ვითარდება, განაცხადა პრემიერმა. 

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ჩინური ჰოლდინგი ქუთაისში ავიაკომპანიას ქმნის

„უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან ბევრ ინვესტიციას უნდა ველოდოთ ჩინეთიდან. დღესაც მე ვხვდები რამდენიმე ბიზნეს-ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც ლოგისტიკური და სატრანსპორტო სფეროს ინვესტიციებით არიან დაინტერესებული“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ჩინური „ჰუალინგ ჯგუფი“ პროექტებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ახორციელებს. მათ შორის ქუთაისში, სადაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნა და ათამდე საწარმო მოქმედებს.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის მაისში „ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში ახალი ავიაკომპანია დაარეგისტრირა, რომელიც რეისებს აზიისა და ევროპის მიმართულებით განახორციელებს, მომავალში კი პირდაპირ რეისებს გეგმავს აშშ–ში. 

ყველა ახალი ამბავი
0