ჩინეთი საქართველოს მედიცინის განვითარების მიზნით 60 მლნ იუანს გამოუყოფს

© Сайт Георгия Квирикашвилиსაქართველოსა და ჩინეთს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერის თბილისში ვიზიტის ფარგლებში ხელი რიგ შეთანხმებას მოეწერა, რომლებიც ქართულ-ჩინური ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზეა მიმართული.

თბილისი. 3 ივნისი — Sputnik. ჩინეთის მთვრობა საქართველოს სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ცხრა მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს. დღეს თბილისში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილმა და  ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა ჭანგ გაოლიმ  ეკონომიკური და ტექნიკური  თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შეთანხმების ფარგლებში პეკინი თბილისს უსასყიდლო დახმარებას 60 მილიონი იუანის (დაახლოებით 9.1 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით გამოუყოფს.  სახსრები საქართველოს რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დაიხარჯება, სადაც დაინერგება ამბულატორიული და სტაციონარული სერვისები, კრიზისული ინტერვენციის ცენტრი და ფსიქო-რეაბილიტაციის განყოფილება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე — მოზრდილებისთვის.

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობები მზად არიან, დააჩქარონ მოლაპარაკებები და დროულად მოხდეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, ნათქვამია ურთიერთგაგების მემორანდუმში „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის." 

მსოფლიოს ქალაქები, გაოსიუნ - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე ზამთარში დასრულდება

გარდა ამისა, დღესვე ხელი მოეწერა კიდევ ერთ ურთიერთგაგების მემორანდუმს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის." 

დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთსა და საქართველოში შეიქმნება სავაჭრო და საინვესტიციო საბჭო, რომლის ძირითადი ამოცანა მეწარმეების გაცვლა, ინვესტიციების მოზიდვა, ვაჭრობის განვითარება იქნება. საბჭოს ბაზაზე იფუნქციონირებს სამდივნოები, სადაც მოწვეულნი იქნებიან ორივე ქვეყნის, როგორც კერძო სექტორის, ისევე მთავრობის წარმომადგენლები.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია,  სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერი, ჭანგ გაოლი ხელმძღვანელობით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ხუთშაბათს ჩამოვიდა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველო ჩინური ინვესტიციებისთვის ღიაა

ამჟამად საქართველო და ჩინეთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მხარეთა აზრით, დიალოგი საკმაოდ კონსტრუქტიულად მიმდინარეობს და მისი დასრულება მომავალ ზამთარს იგეგმება. მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარე წლის ივლისში თბილისში გაიმართება.

უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველო-ჩინეთს შორის  აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობს. ჩინეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. ამა წლის იანვარ-აპრილის პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ 225 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი გარე სავაჭრო ბრუნვის 6,8% შეადგენს.

ჩინეთში გააქვთ სპილენძის მადანი და კონცენტრატები, სპირტიანი სასმელები და, რა თქმა უნდა ქართული ღვინო. 2016 წლის დასაწყისიდან ჩინეთში 779,4 ათასი ბოთლია გათანილი, რაც 58%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ღვინის ექსპორტის მიხედვით ჩინეთი მეოთხე ადგილს იკავებს რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის შემდეგ.

ქართული ღვინის მაღაზია-სალონები თანდათან სულ უფრო პოპულარულები ხდება ჩინეთში, მაისის ბოლოს ჩინეთში მე-15-ე ობიექტი გაიხსნა, რომელიც საქართველოს ღვინის რეალიზაციასა და პოპულარიზაციას ეწევა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ობიექტები სხვადასხვა კომპანიების მიერ არის გახსნილი.


ყველა ახალი ამბავი
0