პრემიერი: საქართველო ჩინური ინვესტიციებისთვის ღიაა

© FB/ Георгий Квирикашвили გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ეკონომიკური და ტექნიკური ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა ჭანგ გაოლიმ დღეს გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მხარეებმა ახალი აბრეშუმის გზის შესაძლებლობებზე და ასევე საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„მოხარული ვართ, რომ იმყოფებით საქართველოში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ორმხრივი ურთიერთობების განვითარება მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოსა და ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან", —  განაცხადა კვირიკაშვილმა გაოლისთან შეხვედრისას.

საქართველო ჩინეთთან პარტნიორობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, აღნიშნა პრემიერმა.

მსოფლიოს ქალაქები, გაოსიუნ - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე ზამთარში დასრულდება

კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველო ჩინელი ხალხისთვის და ჩინური ინვესტიციებისთვის მზადაა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაოლის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ხუთშაბათს ჩამოვიდა.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის.“

ამ ეტაპზე საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მხარეთა მოსაზრებით, დიალოგი კონსტრუქციულ ვიოთარებაში მიმდინარეობს და ზამთარში დასრულდება. მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0