საქართველოში თითქმის 125 ათასი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცხოვრობს

© photo: Sputnik / Levan Avlabreliგოგონა სპეციალური ეტლით
გოგონა სპეციალური ეტლით - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სახელმწიფოსგან უფასოდ იღებენ სპეციალურ ეტლებს, საპროთეზო–ორთოპედიულ საშუალებებს, სმენის აპარატებს, კოხლეარულ იმპლანტანტებს, ყავარჯნებს, ხელჯოხებს უსინათლოთათვის და ა. შ.

თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საქართველოში 124,5 ათასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია რეგისტრირებული. ისინი სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მათგან 25,1 ათასზე მეტი ადამიანი აშკარად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია (პირველი ჯგუფი), დაახლოებით 75,9 ათასი – მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (მეორე ჯგუფი), 13,9 ათასზე მეტი – ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (მესამე ჯგუფი). 18 წელს ქვევით ასაკის 9,5 ათასზე მეტია.

პირველ ჯგუფში შემავალი, ასევე 18 წელს ქვევით ასაკის პირები 160 ლარის ოდენობის სოციალურ დახმარებას იღებენ, მეორე ჯგუფში შემავალი პირები – 100 ლარსს, ხოლო მესამეში – 70 ლარს.

შშმ პირები - Sputnik საქართველო
საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავენ

საქართველოს მთავრობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმპ) საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.

2013 წლიდან საქართველოში დაიწყეს სახელმძღვანელოების ბეჭდვა ბრაილის შრიფტით.

2013 წლამდე ქვეყნის მასშტაბით შშმ პირთათვის 56 დღის ცენტრი ფუნქციონირებდა. მას შემდეგ ეს რიცხვი 19–ით გაიზარდა.

2014 წელს სპეციალური ვებგვერდის SignWiki პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანიც სმენადაქვეითებული და ჟესტების ენით მოლაპარაკე სტუდენტების ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფაა.

2013–2015 წლებში პროფესიულ სასწავლებლებში სპეციალური საჭიროებების მქონე 426 სტუდენტი ჩაირიცხა.

2016 წლის მარტის მონაცემებით, სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უმაღლეს სასწავლებელში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 67 სტუდენტი სწავლობს. წლის დასაწყისისთვის პროფსასწავლებლების 30 კურსდამთავრებული კერძო კომპანიებში დასაქმდა.

ბავშვები - Sputnik საქართველო
სოციალურად დაუცველი და შშმ პირთა ოჯახების ბავშვები ზაფხულს კურორტებზე გაატარებენ

2015 წლის ივლისიდან თბილისის მერია აუტიზმით დაავადებული ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამას ახორციელებს.

მთავრობის ინიციატივით, შშმ პირებისთვის მუზეუმების, თეატრების, მუსიკალური ცენტრების, ხელოვნების სკოლებისა და სხვა დაწესებულებების ადაპტაცია ხორციელდება.

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სახელმწიფოსგან უფასოდ იღებენ სპეციალურ ეტლებს, საპროთეზო–ორთოპედიულ საშუალებებს, სმენის აპარატებს, კოხლეარულ იმპლანტანტებს, ყავარჯნებს, ხელჯოხებს უსინათლოთათვის და ა. შ.  

14 ივნისს საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0