სოციალურად დაუცველი და შშმ პირთა ოჯახების ბავშვები ზაფხულს კურორტებზე გაატარებენ

გამოწერა
ბავშვები სოციალური სამსახურების თანამშრომლების ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან.

თბილისი, 2 ივნისი– Sputnik. თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და შშმ პირების ოჯახებიდან 4800 ბავშვი და მოზარდი ზაფხულს საქართველოს ზღვისპირეთსა და მთის კურორტებზე გაატარებენ.

შშმ ბავშვები პოდიუმზე ქართველი დიზაინერების სამოსით გამოვიდნენ - Sputnik საქართველო
შშმ ბავშვები პოდიუმზე ქართველი დიზაინერების სამოსით გამოვიდნენ

თბილისის მერიის „შშმ პირთა საკურორტო მომსახურებისა“ და „ბავშვთა კულტურულ – გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკების“ ქვეპროგრამების ფარგლებში, ბაკურიანში 3 600 ბავშვი და მოზარდი, მათ შორის 600 შშმ პირი დაისვენებს.

3–დან 21 წლამდე ასაკის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული 1200–მდე შშმ პირი კი ურეკში, ადაპტირებულ სასტუმრო „პრიმაში“  12 დღის განმავლობაში დაისვენებს.

კურორტებზე ყველა ავტობუსს სასწრაფო დახმარებისა და პატრულის მანქანების ეკიპაჟები, ასევე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები გააცილებენ, რომლებიც დამსვენებელთა დაბინავებამდე ადგილზე დარჩებიან.


ყველა ახალი ამბავი
0