ევროკავშირის ხუთი ქვეყნის შს მინისტრები საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარს უჭერენ

© REUTERS / YVES HERMANევროპარლამენტის შენობა ბრიუსელში
ევროპარლამენტის შენობა ბრიუსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი საფრანგეთისა და გერმანიის გადაწყვეტილებით გადაიდო.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. რუმინეთის, ბულგარეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იმედოვნებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი 20 ივნისს დაგეგმილ ევროკავშირის წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე გადაწყდება.

 „საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი დაუმსახურებლად გაჭიანურდა“, — ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკიავიჩუსის განცხადებაში.   

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
თბილისი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ვიზებს ოქტომბრამდე გააუქმებს

ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა.  2016 წლის მარტში კი ევროკომისია საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა.

„საქართველოს ცუდად არ განუხორციელებია რეფორმები, მსგავსი პირობებით მოლდავეთმა ორი წლის წინ უვიზო რეჟიმი მიიღო“, — მიაჩნია ლინკიავიჩუსს.

საქართველოს ხელისუფლება იმედს გამოთქვამდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ზაფხულისთვის გაუქმდებოდა. ივნისის დასაწყისში ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოსთან დაკავშირებით ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გადაიდო. ქართულმა მხარემ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების წინააღმდეგ სავარაუდოდ, გერმანია, იტალია და საფრანგეთი გამოვიდა.  

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
WSJ: ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის საკითხს სექტემბრისთვის დაუბრუნდება
  

მანამდე მედია იუწყებოდა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ჩინოსანი, განსაკუთრებით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, შეშფოთებული არიან კრიმინალური დაჯგუფებების არსებობით, რომლებიც გერმანიის ტერიტორიაზე ქურდობა-ყაჩაღობას ეწევიან. WSJ-ის წყაროს ინფორმაციით, გერმანიამ, იტალიისა და საფრანგეთის მხარდაჭერით, 8 ივნისს ევროკომისიას თხოვნით მიმართა, წარადგინოს ანგარიში ევროკავშირის ტერიტორიაზე ქართველი კრიმინალების დანაშაულებზე.

საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე ლუქსემბურგში შეკრებილმა  ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა 10 ივნისს იმსჯელეს. 

20 ივნისს კი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ.


ყველა ახალი ამბავი
0