თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ევროკავშირი ამ წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებამდე სავიზო რეჟიმს გააუქმებს, განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფერენციაზე.
ადრე საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე ზაფხულში შემოიღებდა.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით, მიუხედავად მთელი რიგი გამოწვევებისა და გარკვეული სენსიტიური ასპექტებისა, ვიმედოვნებთ, რომ არჩევნებამდე ეს პროცესი დასრულდება“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველომ შეასრულა ყველა დავალება ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში(VLAP), ხაზი გაუსვა მთავრობის მეთაურმა.
„ამჟამად ვართ მხარდაჭერისა და კონსოლიდაციის პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან… ჩვენ გვაქვს დისკუსიები, გვაქვს საუბრები ევროპელ ლიდერებთან, მაგრამ იმავდროულად გვესმის რა გამოწვევები გააჩნია ევროპას —მიგრაციის კრიზისი, რეფერენდუმები“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
საქართველო-ევროპული ოჯახისა და კულტურის ნაწილია, დაამატა კვირიკაშვილმა.
„იმედი გვაქვს, რომ პროცესი დასრულდება 8 ოქტომბრამდე, როდესაც ჩვენ გვაქვს საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ რასაკვირველია, ეს არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ მისაღები გადაწყვეტილება,“ —დასასრულს აღნიშნა პრემიერმა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის სხდომაზე გერმანიამ იტალიისა და საფრანგეთის მხარდაჭერით საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა.
ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე საქართველოს მზადყოფნის შესახებ დადებითი დასკვნა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა. თუ ევროპარლამენტარები კანონპროექტსდაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180–დან 90 დღემდე ვადით შეძლებენ.