დღეს ევროპარლამენტის კომიტეტი საქართველოსთვის ვიზების გაუქმების საკითხს განიხილავს

CC BY 2.0 / Mike SteeleFollow / EU Flagევროკავშირი
ევროკავშირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტმა დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხი უნდა განიხილოს.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ევროკავშირის სტრუქტურები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს მალე დააწესებენ, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი ორშაბათს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს განიხილავს. სხდომა გასულ კვირაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო.

„ჩვენ ველოდებით, რომ ევროპარლამენტი საქართველოს საკითხს მაქსიმალურად მოკლე ვადებში განიხილავს და ჩვენ პარლამენტის მხარდაჭერა გვექნება. ხოლო შემდეგ — საბჭოს (ევროკავშირის) მხარდაჭერა, რომელიც საჭიროა, რომ გადაწყვეტილება დროულად იქნას მიღებული“, — განუცხადა ჯანელიძემ ჟურნალისტებს.

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში უკვე მიმდინარე წლის ზაფხულში ამოქმედდება.

ევროპარლამენტი - Sputnik საქართველო
მედია: ევროკავშირს სურს დაიტოვოს უფლება, კვლავ აღადგინოს სავიზო რეჟიმი

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საქართველოს მზადყოფნის შესახებ დადებითი ანგარიში 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა.

თუ ევროპარლამენტში კანონპროექტს მოიწონებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნას შეძლებენ.

დამტკიცების შემდეგ ახალი რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს ამოქმედდება.

ყველა ახალი ამბავი
0