მედია: ევროკავშირს სურს დაიტოვოს უფლება, კვლავ აღადგინოს სავიზო რეჟიმი

CC BY 2.0 / Mike SteeleFollow / EU Flagევროპარლამენტი
ევროპარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთისა და გერმანიის გადაწყვეტილებით, თუ თურქეთი არ შეასრულებს თავის პირობას ლტოლვილების უკან მიღების თაობაზე, ვიზებს სწრაფად დააბრუნებენ.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ევროკავშირთან თურქეთის, კოსოვოს, საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებაში ეგრეთ წოდებული შეჩერების პუნქტი იქნება გათვალისწინებული, იუწყება РИА Новости გაზეთ Die Welt am Sonntag–ზე დაყრდნობით, რომელიც თავის მხრივ ინფორმირებულ ევროპულ წყაროებს ეყრდნობა.

ევროპარლამენტის შენობა ბრიუსელში - Sputnik საქართველო
ევროპარლამენტში 20-21 აპრილს საქართველოსთვის ვიზების გაუქმებას განიხილავენ

ეს იმას ნიშნავს, რომ სავიზო რეჟიმის განახლება სწრაფად იქნება შესაძლებელი. ასეთია ევროპული ქვეყნების, მათ შორის, გერმანიისა და საფრანგეთის გადაწყვეტილება, წერს გაზეთი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირთან თურქეთისთვის ივნისის ბოლოს დაგეგმილი სავიზო რეჟიმის გაუქმება ლტოლვილების უკან დაბრუნებასა და ადამიანის უფლებების დაცვასთან იქნებოდა დაკავშირებული. გამოცემა აზუსტებს, რომ ამ პუნქტების დარღვევის შემთხვევაში სავიზო რეჟიმი „საკმაოდ სწრაფად აღდგება“.

ანალოგიური პუნქტი ჩაიწერება ევროკავშირთან საქართველოს, კოსოვოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებაშიც. საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე ჯერ მიღებული არ არის, მასზე ევროკავშირის შინაგა საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იმსჯელებენ 21 აპრილს ლუქსემბურგში.

ყველა ახალი ამბავი
0