ევროპარლამენტში 20-21 აპრილს საქართველოსთვის ვიზების გაუქმებას განიხილავენ

© REUTERS / YVES HERMANევროპარლამენტის შენობა ბრიუსელში
ევროპარლამენტის შენობა ბრიუსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში იმედოვნებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირი სავიზო რეჟიმს უკვე ზაფხულში გააუქმებს.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი 20-21 აპრილს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს განიხილავს, ნათქვამია ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში.

საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო
რუსეთის ვიზების მიღების მსურველთა რაოდენობა საქართველოში თითქმის სამჯერ გაიზარდა

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო რეჟიმი უკვე მიმდინარე წლის ზაფხულში ამოქმედდება.

ევროკომისიამ 2015 წლის 18 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საქართველოს მზადყოფნის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. თუ ევროპარლამენტარები კანონპროექტს დაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში 180-დან შეძლებენ ყოფნას.

ყველა ახალი ამბავი
0