რუსეთის ვიზების მიღების მსურველთა რაოდენობა საქართველოში თითქმის სამჯერ გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პასპორტი
საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ვიზების მიღების მიმართვიანობის გაზრდასთან დაკავშირებით, მოსკოვი შვეიცარიას თბილისში რუსული საკონსულოს თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას სთხოვს.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. რუსეთის ვიზების მიღების მსურველი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა, განუცხადა „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტს შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა საქართველოში ვადიმ გორელოვმა.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული ვიზების რაოდენობა 5-ჯერ გაზარდა

რუსეთის ვიზების მიღების მიმართვიანობის გაზრდასთან დაკავშირებით მოსკოვი შვეიცარიას თბილისში რუსული საკონსულოს თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას სთხოვს, განაცხადა უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„ჩვენ არაფერი მოგვითხოვია. ეს ყველაფერი მოსკოვში წყდება და ჩვენ ამასთან არანაირი კავშირი არა გვაქვს. ბოლო დროს რუსული ვიზის მიღების მსურველების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, თითქმის 30%-ით გაიზარდა. ეს იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ ტურისტული სეზონი არ დამდგარა. ჩვეულებრივ, მოთხოვნების ზრდა სადღაც მაისიდან იწყება“, — განაცხადა გორელოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მიღების პირობები გასული წლის 23 დეკემბრიდან შეამსუბუქა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში სტუმრობა უვიზოდ შეუძლიათ.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. თბილისსა და მოსკოვს შორის შუამავლის ფუნქციას 2008 წლიდან შვეიცარია ასრულებს. შვეიცარიის საელჩოებში მოსკოვსა და თბილისში რუსეთისა და საქართველოს ინტერესების სექციები მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0