რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული ვიზების რაოდენობა 5-ჯერ გაზარდა

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია, დღეისათვის ხუთჯერ მეტი რაოდენობის ვიზას გასცემს, ვიდრე 2013 წელს.

თბილისი, 26 იანვარი- Sputnik. საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციამ, მისი ხელმძღვანელის ვადიმ გორელოვის განცხადებით, რუსეთის ვიზების ყოველდღიური გაცემა ხუთჯერ გაზარდა. 

„საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია მზად არის მიიღოს ყველა, ვისაც აქვს საფუძველი რუსეთის ვიზის მიღებისათვის. და თუ 2013 წელს ჩვენ დღეში 70 ვიზას გავცემდით, ახალ პირობებში ეს რიცხვი 350-ს სცდება“, — თქვა გორელოვმა. 

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი: რუსეთი სამომავლოდ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის მზადაა

მან აღნიშნა, რომ ეს შედეგი მიღწეულია ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით სამ წლიანი წარმატებული მუშაობის შედეგად. „იმ ადამიანთა წრე, რომელთაც რუსეთის ვიზით სურთ გამგზავრება, არა რადიკალურად, მაგრამ მუდმივად იზრდება. მაგალითად, შემოღებული იყო მრავალჯერადი ვიზები ტვირთმზიდი ავტომანქანების  და ავტობუსების მძღოლებისათვის, სტუარდებისათვის, ავტობუსების მგზავრთა მომსახურე პერსონალისათვის“, — განაცხადა სექციის ხელმძღვანელმა. 

სრულად ინტერვიუ ვადიმ გორელოვთან იხილეთ Sputnik-ის გვერდზე.

თბილისმა დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან 2008 წელს გაწყვიტა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა. 

გასული წლის ბოლოს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან. თბილისში მაშინ ამ განცხადებას „პოზიტიური ნაბიჯი“ უწოდეს. 


ყველა ახალი ამბავი
0