თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ევროსაბჭოს ხელმძღვანელი დონალდ ტუსკი ელოდება, რომ ევროკავშირი მალე მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმების შესახებ.
„ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს, როგორც იცით დეკემბერში ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ის საჭირო მოთხოვნები და კრიტერიუმები, რათა საბოლოო გადაწყვეტილება იყოს პოზიტიური. მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება სულ მალე იქნება მიღებული. ამჟამად, ევროპარლამენტში მიმდინარეობს კომისიის წინადადების განხილვა, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიენიჭოთ უვიზო მიმოსვლა შენგენის ქვეყნებში», — განაცხადა ტუსკმა.
ივნისის დასაწყისში სააგენტო რეიტერმა დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტა გადადეს და რომ ამ საკითხის გადაწყვეტის წინააღმდეგ საფრანგეთი და გერმანია გამოვიდნენ.